ნიუ იორკში დააკავეს ქალაქის მთავარი ფინანსური ოფიცერი და შტატის საკრებულოს ათი წევრი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
74 19 სექტემბერი 2025, 14:22

ნიუ იორკში დააკავეს ქალაქის მთავარი ფინანსური ოფიცერი და შტატის საკრებულოს 10 წევრი, რომლებიც მანჰეტენზე მდებარე მიგრანტების განთავსების ცენტრში არსებული პირობების შემოწმებას ითხოვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ნიუ იორკის მთავარ ფინანსურ ოფიცერს (კომპტროლერს), ბრედ ლენდრს და შტატის საკრებულოს ათ წევრს სურდათ, მოენახულებინათ მანჰეტენზე მდებარე შენობის მეათე სართული, სადაც, მიგრანტების თქმით, გაუსაძლისი პირობები და ანტისანიტარიაა. პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, შემდეგ კი დააკავა. მათი ნაწილი გაკოჭეს და შემდეგ შენობიდან გააძევეს.

თვითმხილველების თქმით, ამის შემდეგ აქცია გაიმართა შენობის წინ, რომლის მონაწილეების ნაწილიც სამართალდამცავებმა ასევე დააკავეს. მედიის ცნობით, სულ დაკავებული იყო 70-ზე მეტი ადამიანი.

დემოკრატები ამტკიცებენ, რომ მანჰეტენზე მდებარე შენობაში აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურს მოწყობილი აქვს საკნები, სადაც მიგრანტებს არაადამიანურ პირობებში ამყოფებენ. ისინი მოითხოვენ ხელისუფლებისგან, დაემორჩილოს ფედერალური მოსამართლის განკარგულებას, რომელიც საიმიგრაციო სამსახურს ამ შენობაში მყოფი მიგრანტების პირობების გაუმჯობესებას ავალდებულებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დღეს უკვე ამერიკელი მაღალჩინოსნებიც ადასტურებენ იმას, რომ ისინი ცდილობდნენ გარე დაფინანსებებით ქვეყნის შიგნით რევოლუციები მოეწყოთ
BBC საქართველოსთან სასამართლოს წააგებს და გადაიხდის დიდ ჯარიმას, მაგრამ რა ეშველებათ იმ უბედურებს ვინც ამ საინფორმაციო ტერაქტში მიიღეს მონაწილეობა?
გამოძიებამ ობიექტური სურათი დახატა, ცალსახად იყო გაცხადებული, რომ „კამიტი“ საერთოდ არ არის შეძენილი შსს-ს მიერ
არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები
ჩვეულებრივი აგენტია, რომელიც უცხო ძალებს ემსახურება და ძალიან სამწუხაროა, რომ უღალატა შსს-ს, უღალატა თავის ქვეყანას
არქივი