92
19 სექტემბერი 2025, 15:09
ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მიიღო, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, პაულა პინიომ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, ევროკომისიაში აცხადებენ, რომ სანქციების მე-19 პაკეტის დეტალებს დღეს წარადგენენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი.
„შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ ევროკომისიამ მიიღო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი, მე-19 პაკეტი. პრეზიდენტი ფონ დერ ალიენი კალასთან ერთად შუადღით გააკეთებენ განცხადებას, რა დროსაც გამოაცხადებენ ზუსტად ამ სანქციების პაკეტის შესახებ“, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა.
მანამდე, სააგენტო „როიტერი“ წერდა, რომ ევროკავშირის ახალი სანქციები რუსულ გათხევადებულ აირს შეეხება.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |