ლაშა დარსალია - საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა ყველა ნაბიჯს დგამს, რათა ქვეყანაში უზრუნველყოს კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობის პრინციპების განუხრელად დაცვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
47 19 სექტემბერი 2025, 15:57

საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა დგამს ყველა საჭირო ნაბიჯს, რათა ქვეყანაში უზრუნველყოს კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების განუხრელად დაცვა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე განაცხადა, სადაც 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით იმსჯელეს.

როგორც ლაშა დარსალიამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობის მიდგომა და ერთგულება, მტკიცედ დაიცვას ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, უცვლელი რჩება და უზრუნველყოფს, რომ ეს ღირებულებები გარანტირებული იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.

„მსურს, გავაკეთო ეროვნული გზავნილები 36 ქვეყნის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების საპასუხოდ, რომელიც ეხება ადამიანის უფლებების მდგომარეობას ჩემს ქვეყანაში. საქართველო სრულად ერთგული რჩება, შეასრულოს ეუთო-ს ადამიანური განზომილებით ნაკისრი ვალდებულებები მას შემდეგ, რაც შეუერთდა ამ ორგანიზაციას, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ჰელსინკის დასკვნით აქტშია გაწერილი. საქართველოს მთავრობის მიდგომა და ერთგულება, მტკიცედ დაიცვას ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, უცვლელი რჩება და უზრუნველყოფს, რომ ეს ღირებულებები გარანტირებული იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. ამავე დროს, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა დგამს ყველა საჭირო ნაბიჯს, რათა ქვეყანაში უზრუნველყოს კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების განუხრელად დაცვა. იმ ქმედებებზე, რომლებიც ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებსა და ქვეყნის სუვერენიტეტს, რეაგირება ხდება ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

2025 წლის 18 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში, გასულ კვირაში, ეუთო-ს წევრი 36 ქვეყნის მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას უპასუხა, სადაც აღნიშნული ქვეყნები საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას აკრიტიკებდნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დღეს უკვე ამერიკელი მაღალჩინოსნებიც ადასტურებენ იმას, რომ ისინი ცდილობდნენ გარე დაფინანსებებით ქვეყნის შიგნით რევოლუციები მოეწყოთ
BBC საქართველოსთან სასამართლოს წააგებს და გადაიხდის დიდ ჯარიმას, მაგრამ რა ეშველებათ იმ უბედურებს ვინც ამ საინფორმაციო ტერაქტში მიიღეს მონაწილეობა?
გამოძიებამ ობიექტური სურათი დახატა, ცალსახად იყო გაცხადებული, რომ „კამიტი“ საერთოდ არ არის შეძენილი შსს-ს მიერ
არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები
ჩვეულებრივი აგენტია, რომელიც უცხო ძალებს ემსახურება და ძალიან სამწუხაროა, რომ უღალატა შსს-ს, უღალატა თავის ქვეყანას
არქივი