არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი: პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან განვიხილეთ ურთიერთობების გაღრმავების გზები, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი განვითარების საერთო პრიორიტეტებსა და ჩვენი ხალხების კეთილდღეობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
76 19 სექტემბერი 2025, 22:20

დღევანდელ შეხვედრაზე თბილისში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან განვიხილეთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავების გზები, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი განვითარების საერთო პრიორიტეტებსა და ჩვენი ხალხების კეთილდღეობას, - წერს X-ზე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი.

როგორც არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი აღნიშნავს, არაბთა გაერთიანებული საამიროები კვლავაც ერთგულია კავკასიის რეგიონში პარტნიორობის გაძლიერების.

„დღევანდელ შეხვედრაზე თბილისში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან განვიხილეთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავების გზები, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი განვითარების საერთო პრიორიტეტებსა და ჩვენი ხალხების კეთილდღეობას ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების ფარგლებში. არაბთა გაერთიანებული საამიროები კვლავაც ერთგულია კავკასიის რეგიონში პარტნიორობის გაძლიერების, თანამშრომლობის ხიდების აგებისა და საყოველთაო ზრდის, პროგრესისა და სტაბილურობის ხელშეწყობის”, - აღნიშნავს შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ შეისწავლონ 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა ბატონმა გახარიამ წყლის ჭავლით შეკრების დაშლის დროს
პრემიერი BBC-ის რეპორტაჟზე: იყო ძალიან მარტივი, თეთრი ძაფით ნაკერი სპეცოპერაცია და საპნის ბუშტივით გასკდა ის მცდელობა, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანების მცდელობასთან
ვინც ჩაირიცხება უკვე მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში, არავის მოუწევს საფასურის გადახდა და სახელმწიფო თავის თავზე აიღებს მთლიანად შესაბამისი სტუდენტების დაფინანსებას
ვხედავდით, სრულიად აშკარად და თავხედურად როგორ აფინანსებდნენ საქართველოში რევოლუციურ პროცესებს ქვეყნის გარედან და ზუსტად ამის აღკვეთას ემსახურებოდა კანონი გამჭვირვალობის შესახებ
თავის დროზე „ბიბისი“ მიიჩნეოდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მაუწყებელი, ბოლო წლების განმავლობაში ეს ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი
არქივი