ბაჩო ოდიშარია „შაბათის ფორმულას“ სიუჟეტზე: მამუკა მდინარაძემ დაიწყო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. რა უნდა ქნა, როდესაც არანაირი ჩირქის მოსაცხები ფაქტი ამ ადამიანის წინააღმდეგ არ არსებობს? უნდა მოიგონო ფანტასმაგორიული ისტორია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
267 21 სექტემბერი 2025, 15:13

ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია, სოციალურ ქსელში ეხმაურება გადაცემა „შაბათის ფორმულას“ სიუჟეტს, სადაც აცხადებენ, რომ სუს-ის უფროსის, მამუკა მდინარაძის სახლში პროპაგანდის ბუნაგს მიაგნეს.

ბაჩო ოდიშარია „შაბათის ფორმულას“ აღნიშნულ სიუჟეტს ბოდვას უწოდებს და აცხადებს, რომ, როდესაც არ არსებობს არანაირი ჩირქის მოსაცხები ფაქტი მამუკა მდინარაძის მსგავსი პროფესიონალი ადამიანის წინააღმდეგ, ამიტომ „უნდა მოიგონო ფანტასმაგორიული ისტორია ათასჯერ გადაღეჭილი უნიჭო სცენარით“.

„როგორ (ვერ) მუშაობს ნაცპროპაგანდა მას შემდეგ, რაც მამუკა მდინარაძე სუსის უფროსი გახდა და დროის ამ მცირე მონაკვეთში, ძალიან ეფექტური და შედეგიანი სამუშაოები გასწია, ინსტიტუციის მეტად გაძლიერება და განვითარება დაიწყო, გადაწყვიტეს, მისი “გაშავება” ყველა შესაძლო მეთოდით სცადონ. მიზეზი მარტივია - ადამიანმა დაიწყო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ამას აკეთებს მაღალი შედეგიანობით. რა უნდა ქნა, როდესაც არანაირი ჩირქის მოსაცხები ფაქტი, ასეთი ადამიანის წინააღმდეგ არ არსებობს? უნდა მოიგონო ფანტასმაგორიული ისტორია ათასჯერ გადაღეჭილი უნიჭო სცენარით. ქართული ჯარის და ევროპელი პენსიონერების ქურდის, კეზერაშვილის (მისტერ ოფშორი), კანტორა მოგვადგა ინტერნეტ ტელევიზია “ედ ჰოკის” ოფისში და გვიმტკიცებდა, მამუკა მდინარაძის “ტროლების ქარხანააო”, იმ ოფისზე, რომლის მფლობელსაც თავადვე ესაუბრნენ და სინქრონიც ჩასვეს, მაგრამ, მაინც ჯიუტად ამტკიცებენ, გინდა თუ არა მდინარაძის სახლია, მერე რა რომ რეესტრში სხვა მფლობელი ყავსო (სხვათაშორის გული დამწყვიტეს ჩემი კომენტარები, რომ ჯარის და პენსიონერების დამყაჩაღებლის ტელევიზია სხვაგან როგორ ეძებს “პროპაგანდის” ბუდეს და სხვა პასაჟები ამომიჭრეს). ეს ბოდვა გუშინ ეთერში გაუშვეს, მისტიკური მუსიკით და მოყანყალე კადრებით, შემდეგ თავის ყველაფერზე ხელისმომწერი „ექსპერტები” აამუშავეს, დააქცია ქვეყანა მდინარაძემ, მის ყოფილ სახლში ინტერნეტ ტელევიზია მუშაობსო სხვათაშორის, მაგ ოფისში მეორე წელია რაც ვართ, ეგეც მოიტყუეს, 2021 წლიდანო, 2021 წლიდან 2024 წლამდე ჩვენი ოფისი იმ მისამართზე იყო, სადაც ახლა “ცეხი” ფუნქციონირებს გიგი უგულავას დაფინანსებით.

ჰოდა, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, როგორც ჩანს კეზერამ ნაძარცვ მაყუთს მოუჭირა და მისი გოშია “ჟურნალისტები” და დაქირავებული ტიტუშკა/ექსპერტებიც საერთოდ ვეღარ უდებენ გულს ცოტათი უკეთესი ფეიკების დამზადებას და ასეთ მდარე პროდუქტს ქმნიან - ნოდარა მელაძეც რომ დაიწუნებდა, ფუ ეს რა გოიმობააო“, - წერს ბაჩო ოდიშარია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი