ანჯაფარიძე: მანიპულაციურად გამოიყურება დასკვნა, რომ მოსახლეობის 78% მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება საზიანო იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის. თუ უვიზო რეჟიმით არ/ვერ სარგებლობ, რა ზიანი უნდა მოგიტანოს შეჩერებამ?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
221 21 სექტემბერი 2025, 20:10

2025 წლის აგვისტოში კავკასიის კვლევის რესურს ცენტრის #CRRC-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად (ამ ორგანიზაციას ენდობა ოპოზიცია!), ირკვევა, რომ მიუხედავად მოსახლეობაში ევროინტეგრაციის მხარდაჭერის მაღალი მაჩვენებლისა (78% ანუ 7%-ანი ვარდნა ადრინდელი 85%-დან), ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მოსახლეობის დრამატულად მცირე ნაწილის ფუფუნებაა, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისივე შეფასებით, თუ გამოკითხვის შედეგებს დავუჯერებთ, მოსახლეობის 78%, რომელიც ვერ ახერხებს სხვადასხვა მიზეზის (მათ შორის, ფინანსურის) გამო ევროკავშირში მოგზაურობას, დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ევროკავაშირთან უვიზო რეჟიმი იქნება, თუ - სავიზო.

„ოპოზიციის საპროტესტო აქციების ერთერთი მთავარი თემა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დაკარგვაა, რასაც ისინი ხელისუფლებას აბრალებენ. ზოგიერთი „ექსპერტისგან“ განსხვავებით, არა ემოციების და აღქმების, არამედ დოკუმენტების ენაზე ვესაუბრები საზოგადოებას.

2025 წლის აგვისტოში კავკასიის კვლევის რესურს ცენტრის #CRRC-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად (ამ ორგანიზაციას ენდობა ოპოზიცია!), ირკვევა, რომ მიუხედავად მოსახლეობაში ევროინტეგრაციის მხარდაჭერის მაღალი მაჩვენებლისა (78% ანუ 7%-ანი ვარდნა ადრინდელი 85%დან), ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მოსახლეობის დრამატულად მცირე ნაწილის ფუფუნებაა. ჩემთვის ეს მიგნება არ ყოფილა სიურპრიზი კითხვაზე, „2017 წლის 28 მარტის შემდეგ, როცა ევროკავშირმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმი შემოიღო წასულხართ თუ არა ევროკავშირის ქვეყანაში უვიზოთ?“ რესპონდენტთა 22% ამბობს „დიახ,“ ხოლო 78% ამბობს „არა.“ გაითვალისწინეთ, რომ ამ 22% შედიან ისინი, ვინც ერთხელ მაინც ისარგებლა უვიზო რეჟიმით, და ისინიც, ვინც - რამდენჯერმე. ჩემი დაკვირვებით, ამ 22%-ში უნდა სჭარბობდნენ სწორედ ისინი, ვისაც აქვს ფინანსური საშუალება მრავალჯერ იმოგზაუროს ევროკავშირში.

თუ გამოკითხვის შედეგებს დავუჯერებთ, მოსახლეობის 78%, რომელიც ვერ ახერხებს სხვადასხვა მიზეზის (მათ შორის ფინანსურის) გამო ევროკავშირში მოგზაურობას, დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ევროკავაშირთან უვიზო რეჟიმი იქნება, თუ - სავიზო.

შესაბამისად, უცნაურად და მანიპულაციურად გამოიყურება კვლევის დასკვნა, რომ მოსახლეობის 78% მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება საზიანო იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის. თუკი უვიზო რეჟიმით არ/ვერ სარგებლობ, რა ზიანი უნდა მოგიტანოს მისმა შეჩერებამ?

ის, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით, მეტწილად ჩვენი მოქალაქეების მხოლოდ მცირე პროცენტი სარგებლობს, დასტურდება სხვა მონაცემებითაც. დიახ, არის საქართველოში მოქალაქეთა ასეთი მცირე სეგმენტი, რომელსაც შეუძლია, წელიწადში რამდენჯერმე იმოგზაუროს ევროპაში, საკუთარი ბიუჯეტისთვის ზარალის მიუყენებლად. ვფიქრობ, ამ სეგმენტზეა გათვლილი 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაც“, - წერს ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ამირან სალუქვაძე: უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები - ქართველ ხალხთან და სპეცსამსახურებთან
შალვა პაპუაშვილი - ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა
დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა
თამარ ჩიბურდანიძე: მადიარი კონსერვატორია, მას საარჩევნო პროგრამაში შეტანილი ჰქონდა ოჯახური ღირებულებები, ტრადიციული კულტურა, ლგბტ თემთან დაკავშირებით კი დათქმა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც უნდა, მაგრამ პროპაგანდა არ არის მიზანშეწონილი და ა.შ.
ჩიბურდანიძე: იმედი მაქვს, რომ მივადექით ფინიშს რადიკალური ოპოზიციის გასამართლების პროცესში, რადგან მოსახლეობას აქვს კითხვები, ხომ არ გაუქმდა ეს პროცესი
არქივი