ზურაბ ქადაგიძე „ტვ პირველს“: სინამდვილეში ის არ გაძლევთ მოსვენებას, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელი ოქროს ასოებით შევა საქართველოს ისტორიაში, ხოლო თქვენ და თქვენი პატრონები ისტორიულ სანაგვეზე აღმოჩნდებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
250 21 სექტემბერი 2025, 20:16

„ტვ პირველი“ რა იყო, სხვა ვერაფერი მოიფიქრეთ და ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილის შვილის ყოფილი ქმარი გამოიყვანეთ მთავარ მოწმედ და უახლოეს გარემოცვად გვასაღებთ? ერთ დღიანი „ფეიკ-სკანდალებით“ რომ ცდილობთ ფონს გასვლას და იმაზე ბითურ მდგომარეობაში იგდებთ თავს, ვიდრე ოდესმე იყავით, ისიც მოწმობს, რომ „ყვავი ჩხიკვის მამიდების“ დონეზე დახვედით - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „ტვ პირველის“ „ჟურნალისტურ გამოძიებაში“ გასულ სიუჟეტს.

მისივე თქმით, საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით შევა ბიძინა ივანიშვილის სახელი, ხოლო მისი კრიტიკოსები დარჩებიან ისტორიის ბნელ მხარედ.

„ტვ. პირველი“ რა იყო, სხვა ვერაფერი მოიფიქრეთ და ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილის შვილის ყოფილი ქმარი გამოიყვანეთ მთავარ მოწმედ და უახლოეს გარემოცვად გვასაღებთ?

ერთ დღიანი „ფეიკ-სკანდალებით“ რომ ცდილობთ ფონს გასვლას და იმაზე ბითურ მდგომარეობაში იგდებთ თავს, ვიდრე ოდესმე იყავით, ისიც მოწმობს, რომ „ყვავი ჩხიკვის მამიდების“ დონეზე დახვედით.

სინამდვილეში, ერთი რამ არ გაძლევთ სიმშვიდეს და მოსვენებას - ბიძინა ივანიშვილის სახელი ოქროს ასოებით შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც უდიდესი ქველმოქმედის, სამშობლოს უანგარო მოყვარულისა და პატრიოტის, ხოლო თქვენ და თქვენი პატრონები იმ ისტორიულ სანაგვეზე აღმოჩნდებით, სადაც მთელი თქვენი მონური საქმიანობა შავი ლაქა იქნება წარსული ცხოვრებიდან.

ასე რომ - მიდი ნოდარ, ბიძაშვილის შვილის ყოფილი ქმრების მერე, მეზობლის მამიდაშვილები გამოიყვანეთ სიუჟეტში, დაადეთ მძიმე მუსიკა, შავი ფონები და უფრო მეტად დააჯერებთ სექტას...“, - წერს ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი