მოლდოვაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 74 პირი დააკავეს, რომლებიც სერბეთში საპარლამენტო არჩევნების დროს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
148 22 სექტემბერი 2025, 23:16

მოლდოვაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 74 პირი დააკავეს. მოლდოვის ახალი ამბების სააგენტო NewsMaker-ის ინფორმაციით, ისინი სერბეთში 28 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების დროს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილები.

სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოპერაციის უკან რუსეთის სადაზვერვო სამსახურები დგანან, ხოლო ეჭვმიტანილები დაკავშირებული არიან, როგორც მოლდოვურ პარტიებთან, ასევე კრიმინალურ დაჯგუფებებთან.

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პროკურატურის ხელმძღვანელმა, ვიქტორ ფურტუნემ განაცხადა, რომ მასობრივი არეულობის მომზადების შესახებ გამოძიება ჯერ კიდევ 2025 წლის ივლისში დაიწყო.  ამ პერიოდში შესაძლებელი გახდა იმ პირთა ჯგუფის საქმიანობის იდენტიფიცირება, რომლებიც რეგულარულად მიემგზავრებოდნენ სერბეთში ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ მიმართულ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად. ამისათვის მონაწილეებმა დაახლოებით 400 ევრო მიიღეს.

გამოცემის ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად, ხელისუფლებამ ამოიღო იარაღი, საბრძოლო მასალა, კარვები, შენიღბვის ტანსაცმელი, პასპორტები და სხვა ფიზიკური მტკიცებულებები. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ეჭვმიტანილებს ოთხიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დღეს უკვე ამერიკელი მაღალჩინოსნებიც ადასტურებენ იმას, რომ ისინი ცდილობდნენ გარე დაფინანსებებით ქვეყნის შიგნით რევოლუციები მოეწყოთ
BBC საქართველოსთან სასამართლოს წააგებს და გადაიხდის დიდ ჯარიმას, მაგრამ რა ეშველებათ იმ უბედურებს ვინც ამ საინფორმაციო ტერაქტში მიიღეს მონაწილეობა?
გამოძიებამ ობიექტური სურათი დახატა, ცალსახად იყო გაცხადებული, რომ „კამიტი“ საერთოდ არ არის შეძენილი შსს-ს მიერ
არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები
ჩვეულებრივი აგენტია, რომელიც უცხო ძალებს ემსახურება და ძალიან სამწუხაროა, რომ უღალატა შსს-ს, უღალატა თავის ქვეყანას
არქივი