The Hill: ნეპალის რევოლუციის დროს შეიარაღებულმა ბრბომ გაძარცვა და დაწვა ბიზნესები, კერძო სახლები და სამთავრობო შენობები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
95 23 სექტემბერი 2025, 13:24
გამოცემა The Hill-ის ინფორმაციით, ნეპალის რევოლუციის დროს შეიარაღებულმა ბრბომ გაძარცვა და დაწვა ბიზნესები, კერძო სახლები და სამთავრობო შენობები.

როგორც The Hill-ი წერს, დასავლურმა მედიამ ეს მოვლენები ელიტის წინააღმდეგ „სტუდენტურ“ ანტიკორუფციულ მოძრაობად წარმოაჩინა. თუმცა, ქაოსის სახალხო ძალაუფლებად წარმოჩენით, მათ ანარქია დემოკრატიასთან აღრიეს.

ნეპალში, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე სუშილა კარკი დასავლური მედიისთვის ცნობილია, როგორც „კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი“. სინამდვილეში, კარკი - 1973 წელს ნეპალის ავიახაზების მილიონობით ინდური რუპიის გადამზიდავი თვითმფრინავის გატაცების ორგანიზატორის ცოლი - ამჟამად ხელმძღვანელობს დროებით ადმინისტრაციას, რომელსაც არ გააჩნია კონსტიტუციური ლეგიტიმაცია და მართავს პრაქტიკულად ნანგრევებად ქცეულ ქვეყანას.

„ეს არ იყო დემოკრატია მოქმედებაში, ეს იყო ნიჰილისტური ძალადობა რევოლუციის საფარქვეშ. როგორც ერთ-ერთმა ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ ხანძრის შედეგად დაშავებული ადამიანების დახმარების აღმოჩენის დროს უთხრა დემონსტრანტებს, „თქვენ ეს ქვეყანა გადაწვით“, - წერს გამოცემა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები
ჩვეულებრივი აგენტია, რომელიც უცხო ძალებს ემსახურება და ძალიან სამწუხაროა, რომ უღალატა შსს-ს, უღალატა თავის ქვეყანას
შერგელაშვილი გამოყენებულია ერთ ჩვეულებრივ გავლენის აგენტად - ეს არის ადამიანი, რომელმაც შსს მუნდირს უღალატა
დაველოდოთ, მორიგ ჯერზე რას შემოგვთავაზებენ რადიკალები. სავარაუდოდ, მათი მომდევნო მესიჯი იქნება, რომ თითქოს, ურანის გამდიდრებით არის ჩვენი ხელისუფლება დაკავებული
ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გარედან დაფინანსებული პირები იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ
არქივი