91
23 სექტემბერი 2025, 13:35
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ქალის მიერ ორსულობის დროს პარაცეტამოლის შემცველი მედიკამენტის „ტაილენოლის“ მიღება ნაყოფში აუტიზმის განვითარების რისკს ზრდის. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
„დღეს ჩვენ მოხარულები ვართ შევუერთდეთ აუტიზმთან ბრძოლის ფარგლებში ამერიკის მთავარ სამედიცინო ჯანდაცვით აკრძალვას“, - განაცხადა ტრამპმა.
სააგენტო Bloomberg-ი, თავის მხრივ, წერს, რომ ტრამპს სამეცნიერო მტკიცებულება იმის შესახებ, რომ „ტაილენოლის“ მიღება ორსულობის დროს აუტიზმის განვითარებას უკავშირდება, არ წარუდგენია.
Bloomberg-ის ცნობით, ადამიანები, რომლებიც აუტიზმსა და პარაცეტამოლს შორის კავშირს იკვლევდნენ, ეყრდნობოდნენ არა კონტროლირებად ექსპერიმენტებს, არამედ ობსერვაციულ კვლევებს, რომლებსაც მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენის შეზღუდული შესაძლებლობა აქვთ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |