ჩვეულებრივ ამბად იქცა, რომ სტრასბურგის სასამართლო ქართული NGO-ების საჩივრებს, ანგარიშების დაყადაღებაზე წარმოებაში არ იღებს. NGO სექტორი რაზეც ჩივის, სტრასბურგისთვის გასაგებია, მაგრამ ამას არ თვლის უსამართლობად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
265 23 სექტემბერი 2025, 14:40

უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლო ქართული არასამთავრობოების საჩივრებს, მათი ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით წარმოებაში არ იღებს, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ნიკოლეიშვილის განცხადებით, სტრასბურგი არ მიიჩნევს უსამართლობად არასამთავრობო სექტორის ანგარიშების დაყადაღებას, საჩივრის წარმოებაში არ მიღებით კი მისი აზრით, ვერდიქტი გამოტანილია.

„უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლო ქართულ არასამთავრობოების საჩივრებს, მათი ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით წარმოებაში არ იღებს! საქმე მარტივადაა, NGO სექტორი რაზეც ჩივის, რომ მათი ანგარიშები დააყადაღეს, ვინ და რატომ კი სტრასბურგისთვის გასაგებია, მაგრამ ამას არ თვლის უსამართლობად! ამერიკული FARA-ს ანალოგიური ქართული კანონის მიხედვით , არასამთავრობოებმა უნდა გაასაჯაროონ მათი ფინანსები ანუ უნდა მოახდინონ თანხების დეკლარირება. თუ კი ისინი ამას არ აკეთებენ შესაბამისად ხდება მათი ანგარიშების დაყადაღება. რა ქნას სტრასბურგმა, მართლა მოცლილი კი არა, რამდენი მივა და უსაფუძვლო საჩივარს მიიტანს ყველა წარმოებაში მიიღოს, არაფერს ვამბობ ვერდიქტის გამოტანაზე, თუმცა ვერდიქტი წარმოებაში არ მიღებით პრინციპში გამოიტანა კიდეც“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი