ბაიდენის ყოფილმა თანაშემწემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო - „რუსეთი იმდენად შემიყვარდა, რომ დარჩენა მსურს“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
127 23 სექტემბერი 2025, 16:29
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ყოფილმა თანაშემწემ ტარა რიდმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„რუსეთში გადასვლა ჩემთვის იძულებითი ნაბიჯი იყო, მაგრამ შემდეგ [რუსეთი] იმდენად შემიყვარდა, რომ დარჩენა მსურს. ამიტომაც შევიტანე განცხადება რუსეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ. როცა აქ ჩამოვედი, პოლიტიკური თავშესაფარი ვითხოვე, და მე ის ორი წლის განმავლობაში მქონდა“, - განაცხადა რიდმა.

მისი თქმით, როცა ის რუსეთში გადასახლდა, აშშ-ში დარჩენილ მისი ოჯახის წევრებს საფრთხე დაემუქრა. რიდი ამაში ბაიდენის ადმინისტრაციას ადანაშაულებს.

რიდი ბაიდენის თანაშემწედ მუშაობდა იმ დროს, როცა ის ჯერ კიდევ სენატორი იყო. რიდს ბაიდენი სექსუალურ შევიწროებაშიც ჰყავს დადანაშაულებული. თავად ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დღეს უკვე ამერიკელი მაღალჩინოსნებიც ადასტურებენ იმას, რომ ისინი ცდილობდნენ გარე დაფინანსებებით ქვეყნის შიგნით რევოლუციები მოეწყოთ
BBC საქართველოსთან სასამართლოს წააგებს და გადაიხდის დიდ ჯარიმას, მაგრამ რა ეშველებათ იმ უბედურებს ვინც ამ საინფორმაციო ტერაქტში მიიღეს მონაწილეობა?
გამოძიებამ ობიექტური სურათი დახატა, ცალსახად იყო გაცხადებული, რომ „კამიტი“ საერთოდ არ არის შეძენილი შსს-ს მიერ
არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები
ჩვეულებრივი აგენტია, რომელიც უცხო ძალებს ემსახურება და ძალიან სამწუხაროა, რომ უღალატა შსს-ს, უღალატა თავის ქვეყანას
არქივი