„ფრიდომ ჰაუსის“ 2025 წლის ანგარიში საქართველოსთვის ერთგვარი სარკეა, რომელიც აჩვენებს არა მხოლოდ ამჟამინდელ მდგომარეობას, არამედ უკანასკნელი წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების შედეგსაც.
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
291 24 სექტემბერი 2025, 13:25
საქართველო, არჩეული მთავრობის ფუნქციონირების ინდექსით  ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში შექმნილია პოლიტიკური გარემო, სადაც არჩეულ ხელისუფლებას შეუძლია რეალურად იმოქმედოს და არა ფორმალურად იარსებოს. ეს შედეგი არ არის შემთხვევითი — ის აჩვენებს, რომ სისტემური რეფორმები, ინსტიტუციური გამჭვირვალობა და ხელისუფლების ანგარიშვალდებულება პრაქტიკაში მუშაობს - ასე ეხმიანება ექსპერტი, დავით ჩიხელიძე ევროკომისიის „ფრიდომ ჰაუსის“ 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, მთავრობების ფუნქციონირების გლობალურ კვლევას.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, საქართველოს მაჩვენებელი ისეთ ძლიერ სახელმწიფოებს უტოლდება, როგორიც სინგაპურია, და სჯობნის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. კიდევ უფრო მეტს ამბობს ის ფაქტი, რომ მოლდოვა და უკრაინა – ევროპული სივრცის ახალი კანდიდატები – უკიდურესად დაბალ პოზიციებზე აღმოჩნდნენ იმ ქვეყნებთან ერთად, რომლებიც ავტორიტარიზმის ნიშნებით გამოირჩევიან.

 „ფრიდომ ჰაუსის“ 2025 წლის ანგარიში საქართველოსთვის ერთგვარი სარკეა, რომელიც აჩვენებს არა მხოლოდ ამჟამინდელ მდგომარეობას, არამედ უკანასკნელი წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების შედეგსაც. არჩეული მთავრობის ფუნქციონირების ინდექსში მოპოვებული 7 ქულა მნიშვნელოვნად აღემატება მშრალ სტატისტიკას.
საქართველო, არჩეული მთავრობის ფუნქციონირების ინდექსით  ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში შექმნილია პოლიტიკური გარემო, სადაც არჩეულ ხელისუფლებას შეუძლია რეალურად იმოქმედოს და არა ფორმალურად იარსებოს. ეს შედეგი არ არის შემთხვევითი — ის აჩვენებს, რომ სისტემური რეფორმები, ინსტიტუციური გამჭვირვალობა და ხელისუფლების ანგარიშვალდებულება პრაქტიკაში მუშაობს.

განსაკუთრებით საინტერესოა შედარებები: ქვეყანა, რომელიც წლების განმავლობაში ეძებდა საკუთარ ადგილს რეგიონულ კონკურენციაში, დღეს მეზობლებს აშკარად უსწრებს და პოსტსაბჭოთა სივრცეში ბალტიის ქვეყნებთან ერთად  მოწინავე ოთხეულში შედის. ეს ნიშნავს, რომ საქართველო დემოკრატიული სტანდარტების მხრივ უკვე სხვა რეალობაში არის. 
ამასთან, საქართველოს მაჩვენებელი ისეთ ძლიერ სახელმწიფოებს უტოლდება, როგორიც სინგაპურია, და სჯობნის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. კიდევ უფრო მეტს ამბობს ის ფაქტი, რომ მოლდოვა და უკრაინა – ევროპული სივრცის ახალი კანდიდატები – უკიდურესად დაბალ პოზიციებზე აღმოჩნდნენ, იმ ქვეყნებთან ერთად, რომლებიც ავტორიტარიზმის ნიშნებით გამოირჩევიან.

საერთაშორისო აღიარება ამ ფორმატში მთავრობას აძლევს ძლიერ არგუმენტს: კრიტიკის მიუხედავად, საქართველო მართვის ხარისხით ევროპაში არის, იქ სადაც ჩვენი ადგილია.  აღნიშნული კვლევა ადასტურებს, მთავრობის მიერ არჩეული კურსის სისწორე და გვაჩვენებს მისი გაგრძელების აუცილებლობას.“ - წერს ჩიხელიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი