დავით ჩიხელიძე: მამუკა მდინარაძის უწყინარმა განცხადებამ, საქართველოში მოქმედი დესტრუქციული ჯგუფების თვითლუსტრაცია მოახდინა. უნებლიედ აღიარეს, რომ გარკვეული ორგანიზაციები და პირები მართლაც იღებენ დაფინანსებას ტაივანიდან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
245 02 ოქტომბერი 2025, 14:01

მამუკა მდინარაძის ერთი შეხედვით უწყინარმა განცხადებამ, საქართველოში მოქმედი დესტრუქციული ჯგუფების თვითლუსტრაცია მოახდინა. როგორც კი ბატონმა მდინარაძემ გარკვეული დეტალი ახსენა,(ტაილანდიდან დაფინანსება) რომელსაც საჯარო სივრცეში განსაკუთრებული პროვოკაციული კონტექსტი არ ჰქონია, აგენტურულმა ქსელებმა მყისიერად და კოორდინირებულად მისი დისკრედიტაციის კამპანია წამოიწყეს, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ჩიხელიძის განცხადებით, საქართველოში მოქმედი დესტრუქციული ჯგუფების მიერ განხორციელებული პროვოკაცია მათივე ლუსტრაციად იქცა, „რომ გარკვეული ორგანიზაციები და პირები მართლაც იღებენ დაფინანსებას ტაივანიდან".

მისივე თქმით, აღნიშნული შემთხვევა ნათლად წარმოაჩენს, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობენ არა მხოლოდ გარე მტრები, არამედ შიდა აგენტურაც.

„მამუკა მდინარაძის ერთი შეხედვით უწყინარმა განცხადებამ, საქართველოში მოქმედი დესტრუქციული ჯგუფების თვითლუსტრაცია მოახდინა. როგორც კი ბატონმა მდინარაძემ გარკვეული დეტალი ახსენა,(ტაილანდიდან დაფინანსება) რომელსაც საჯარო სივრცეში განსაკუთრებული პროვოკაციული კონტექსტი არ ჰქონია, აგენტურულმა ქსელებმა მყისიერად და კოორდინირებულად მისი დისკრედიტაციის კამპანია წამოიწყეს. ისინი ორიენტირებული არიან ნარატივზე, თითქოს მდინარაძეს ტაივანი და ტაილანდი ერთმანეთში ერევა – რაც სინამდვილეში მათი დაფინანსების რეალური წყაროების დასაფარად გამოყენებული პროვოკაციაა.
თვალსაჩინოა ის ფაქტი, რომ აგენტების ეს კამპანია მათივე ლუსტრაციის ინსტრუმენტად გადაიქცა. უნებლიედ აღიარეს, რომ გარკვეული ორგანიზაციები და პირები მართლაც იღებენ დაფინანსებას ტაივანიდან. ამასთან ერთად გაჩნდა კულუარული უკმაყოფილებაც – აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი მათგანი ტაილანდიდან შემოსული რესურსებითაც ფინანსდებოდა და ამაზე ერთგვარი შიდა დაპირისპირებაც გააქტიურდა: „თუ ტაილანდიდანაც მოდის ფული, ჩვენ რატომ გამოგვტოვეს?“ – დაახლოებით ასეთია მათი პოზიცია
ეს შემთხვევა ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოში არსებობს არა მხოლოდ გარე მტრები, არამედ შიდა აგენტურაც, რომელიც მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, პოლიტიკური პროცესების დისკრედიტაციას და ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ნდობის შერყევას. მსგავსი ქმედებები, რა სახელითაც არ უნდა მოხდეს მათი შეფუთვა – „თავისუფალი მედიის“, „სამოქალაქო აქტივიზმის“ თუ „დემოკრატიის“ ნიღბით – არსებითად უცხოელი და არაჯანსაღი ინტერესების ლობირებას ემსახურება.
სამწუხაროა, რომ ასეთ ვითარებაში საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს ჯგუფები, რომლებიც მზად არიან საკუთარი ქვეყნის ინტერესები გარედან მიღებულ დაფინანსებასა და მითითებებში გაცვალონ. თუმცა, ამავე დროს, გასაგებია, რომ საქართველოს საზოგადოება და სახელმწიფო ინსტიტუტები უკვე გაცილებით გამოცდილი და ძლიერი არიან, ვიდრე წარსულში: მსგავსი ლუსტრაციები სწორედ იმის დასტურია, რომ დესტრუქციული ძალების ფარული მექანიზმები ნელ-ნელა იშიფრება.
ბოლო წლების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საქართველოს აქვს ინსტიტუციური უნარი, რათა გაუმკლავდეს ასეთ ზეწოლებს – იქნება ეს საინფორმაციო დივერსია, პოლიტიკური პროვოკაცია თუ ფინანსური გავლენა. მიუხედავად ყველა გამოწვევისა, რეალურად არსებობს ოპტიმიზმის საფუძველი: დესტრუქციული ძალები თანდათან კარგავენ გავლენას, ხოლო საზოგადოება უფრო მეტად აცნობიერებს, ვინ დგას გარკვეული კამპანიებისა და „მესიჯების“ უკან“, - წერს დავით ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი