ბერდია სიჭინავა - ჩვენ გვჭირდება სიმშვიდისა და სამართლიანი წესრიგის დაბრუნება ჩვენს ქვეყანაში, ქალაქებში, ქუჩებსა და ოჯახებში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
108 03 ოქტომბერი 2025, 15:04

ხმას თუ „ოცნებას“ მისცემთ, ხმას აძლევთ მის მიერ ხელოვნურად შექმნილ დაპირისპირებასა და ქაოსს, ჩვენ გვჭირდება სიმშვიდისა და სამართლიანი წესრიგის დაბრუნება, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა,  ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებზე არ მისვლა იქნება დაკარგული შანსი, რასაც უკან ვეღარ დავაბრუნებთ.

„ხვალ 4 ოქტომბერია, არჩევნების დღე. არჩევნებში მონაწილეობა არის ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება და ამავდროულად, ვალდებულება, პასუხისმგებლობა, რაც ერთმანეთის და ჩვენი ქვეყნის საერთო მომავლის წინაშე გვაკისრია. არჩევნებზე არ მისვლა და შენი ხმის არ გამოყენება ნიშნავს, რომ შენი ხმა აჩუქე მოძალადე, მოღალატე, მატყუარა, ხალხის ფულის ქურდ „ოცნებას“, რასაც ისევ შენივე წინააღმდეგ გამოიყენებს.

ამიტომ, ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ხმა მივცეთ: ოკუპანტებისთვის მოხდილი ბოდიშის წინააღმდეგ; ეროვნული ინტერესების მოღალატე „ოცნების“ წინააღმდეგ; ახალგაზრდებზე, ქალებზე მოძალადე – „ოცნების“ მჩაგვრელი რეჟიმის წინააღმდეგ; უდანაშაულო ადამიანების ციხეში გამოკეტვის წინააღმდეგ; ხალხის ფულის ქურდი „ოცნების“ წინააღმდეგ; ქვეყნიდან ახალგაზრდების გაქცევის წინააღმდეგ; „ოცნების“ მფარველობის ქვეშ მყოფი კრიმინალის და ნარკომანიის წინააღმდეგ; ქართველების ერთმანეთთან ხელოვნური დაპირისპირების და შექმნილი ქაოსის წინააღმდეგ; საქართველოს ევროპული მომავლის შეჩერების წინააღმდეგ.

„ოცნების“ წინააღმდეგ თითოეული არ მიცემული ხმა, არის „ოცნების“ გამარჯვება. ამიტომ, პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, მოგმართავთ ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს, არჩევნებზე არ მისვლა იქნება დაკარგული შანსი, რასაც უკან ვეღარ დავაბრუნებთ.

ასევე მინდა, მივმართო ჯერ კიდევ „ოცნების“ მხარდამჭერებს, თუ თქვენ ხმას მისცემთ „ოცნებას“, თქვენ ხმას აძლევთ „ოცნების“ მიერ ხელოვნურად შექმნილ შუღლს, დაპირისპირებასა და ქაოსს.

ჩვენ გვჭირდება სიმშვიდისა და სამართლიანი წესრიგის დაბრუნება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქალაქებში, ქუჩებსა და ოჯახებში.

ბოლოს, მინდა, გავიმეორო უდიდესი ქართველის, ილიას ჭავჭავაძის სიტყვები: „ვისაც ხელი მიგიწვდებათ, ყველანი უნდა მიხვიდეთ არჩევანზე და თქვენი მოქალაქური, კაცად კაცური მოვალეობა გადაუხადოთ თქვენს მშობელს ქალაქსა“, – განაცხადა სიჭინავამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: ყველამ იცის, ვინ არის სალომე ზურაბიშვილი, მისი მეტსახელიც მინდა გავიხსენო, „სტრეკაზა“, „სტრეკაზა“ არ უნდა ლაპარაკობდეს სხვებზე
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა, ვერ შევურიგდებით ვერც ანექსიის ვერანაირ მცდელობას, ვერც ე.წ. აღიარების მცდელობას
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი: შეერთებული შტატები წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია, ვამაყობ ჩვენ მიერ ერთად გაწეული შრომითა და ხალხებს შორის არსებული მჭიდრო კავშირებით, ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ საქართველოსთან პარტნიორობას
ჯაბა ხუბუა: ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე ფაშისტური ხუმრობის გამო საზოგადოების წინაშე ბოდიში აქვთ მოსახდელი არამხოლოდ გიორგი კალატოზსა და მისი გადაცემის მონაწილეებს
სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
არქივი