პრემიერი გახარიას პარტიასა და „ლელოზე“: დაფინანსება და საეთერო დრო დაკარგეს საბოტაჟის გამო, ეს იყო საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ. კეთილი ენებათ, პატივი ეცათ კანონმდებლობისთვის და ექნებოდათ დაფინანსებაც და საეთერო დროც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
142 03 ოქტომბერი 2025, 15:13

გახარიამ და „ლელომ“ დაფინანსება და საეთერო დრო დაკარგეს საბოტაჟის გამო - ეს იყო საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და მათ დაკარგეს ამის გამო როგორც დაფინანსება, ისე საეთერო დრო, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ეს არის მათი არჩევანი და უნდა იცოდნენ, რომ საბოტაჟზე კანონს ექნება შესაბამისი პასუხი.

„კეთილი ენებათ, პატივი ეცათ კანონმდებლობისთვის, კონსტიტუციური სისტემისა და წყობილებისთვის და ექნებოდათ როგორც დაფინანსება, ისე საეთერო დრო, თუმცა მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ეს არის მათი არჩევანი, ეს არის დემოკრატია და მათ შეუძლიათ გააკეთონ არჩევანი თუნდაც საბოტაჟთან დაკავშირებით, თუმცა უნდა იცოდნენ, რომ საბოტაჟზე კანონს ექნება შესაბამისი პასუხი. ამ შემთხვევაში პასუხი იყო დაფინანსებისა და საეთერო დროის დაკარგვა“, - განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ ვენესუელას 150 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას გამოუყოფს
რომის პაპმა ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაზარალებულთათვის 100 000 ევროს ოდენობის დახმარება გააგზავნა
საქართველოს პრეზიდენტმა მეზღვაურის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე პირს ღირსების მედლები გადასცა
საგარეო უწყება PACE-ს რეზოლუციაზე - არ ემყარება ობიექტურ და ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებას, შეიცავს ტენდენციურ ინტერპრეტაციებს, ცალმხრივ პოლიტიკურ შეფასებებსა და საქართველოს შესახებ მცდარი ნარატივების გამეორებას
პრეზიდენტი მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
არქივი