„ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორი ბესო ალავიძის ინტერვიუს საპასუხოდ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
114 03 ოქტომბერი 2025, 16:07

„ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორი ზურაბ გელენიძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის ბესარიონ ალავიძის ინტერვიუს ეხმაურება.

„2020 წლის იანვრიდან, 2023 წლის ოქტომბრამდე ვიკავებდი ენერგეტიკული და სატრანსპორტო აქტივების მფლობელი და მმართველი ჰოლდინგური კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას და ჯგუფში შემავალ ენერგეტიკულ კომპანიებს ვმართავდი.

მას შემდეგ, რაც ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე, დასაქმებული იყო ჩვენს ორგანიზაციაში - თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანია „თელმიკოში“ რიგით იურისტად, ჩავთვალე, რომ მისი კვალიფიკაციის, მეტად სარგებლიანად გამოყენება იყო შესაძლებელი, სხვადასხვა კომპანიების ზედა რგოლის მენეჯმენტში, მათ შორის კერძო მფლობელობაში არსებულ სატრანსპორტო კომპანიაში. სწორედ ამ წინადადებით მივმართე მას 2022 წლის ზაფხულში, რაზეც როგორც განმიმარტა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, უარი უნდა ეთქვა, რადგან სრული დატვირთვით ვერ დაიკავებდა შეთავაზებულ პოზიციებს, იქვე განხილული იყო კოვიდ-19 -ის რეგულაციების შესაბამისად, დისტანციურ რეჟიმში გარკვეულ პროექტებში ჩართვა. ამ შეხვედრის შემდეგ, დიალოგი აღარ გაგრძელებულა. სააქციო საზოგადოება „ქართუ ბანკის“ გენერალურ დირექტორად კი 2023 წლის ოქტომბერში დავინიშნე - ამ საუბრიდან, თითქმის წელიწად ნახევრის შემდეგ.

ბესარიონ ალავიძის მიერ, „ქართუ ბანკის“ და ჩემი სახელის კონკრეტულ კონტექსტში და პერიოდში მოხსენიება არის სიცრუე“, - ნათქვამია ზურაბ გელენიძის განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ნატოში ქვეყნის გაწევრიანების იდეას მოქალაქეები არ ემხრობიან
ნუგო შოშიაშვილი: ნიკო მანაგაძემ დაგვადანაშაულა, რომ რეგიონული კონფერენციები დახურული პარტიული შეხვედრაა, მე დავპატიჟე დღევანდელ შეხვედრაზე, თუმცა, ჩვენ დღეს ნიკო მანაგაძეს აქ ვერ ვხედავთ - ვერ ვხედავთ იმიტომ, რომ ის ემსახურება ხელოვნურ რადიკალიზაციას, სამწუხაროა, როცა ახალგაზრდა ადამიანი აკეთებს ამას
ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი დაკავებული „სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრი“-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ირაკლი ჩიხლაძეა
ბელინსკის ქუჩაზე ქვაფენილი ეწყობა
ცოტნე ივანიშვილი: ახალგაზრდული ორგანიზაცია შუამდგომლობას გაუწევს თითოეულ პროექტს, ეცდება გვერდში დაუდგეს თითოეულ ახალგაზრდას და ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი ქვეყნის განვითარებით აუცილებლად მჯერა, რომ მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იყოს მკაფიოდ წელში გამართული ქვეყანა
არქივი