საარჩევნო ადმინისტრაცია შშმ პირებს მათი საარჩევნო უფლების განსახორციელებლად არაერთ სერვისს სთავაზობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
177 04 ოქტომბერი 2025, 08:24

საარჩევნო ადმინისტრაცია შშმ პირებს მათი საარჩევნო უფლების განსახორციელებლად არაერთ სერვისს სთავაზობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ცესკოს ვებგვერდზე უსინათლო პირებს დამოუკიდებლად შეუძლიათ ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება.

ამასთან, ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორის მომსახურებით.

კენჭისყრაში მონაწილეობისთვის უზრუნველყოფილია:

• უსინათლო პირებისთვის საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო ფორმა;
• მცირემხედველი პირებისთვის გამადიდებელი ლინზა;
• ეტლით მოსარგებლე პირებისთვის ადაპტირებულ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის კაბინა;
• ყრუ და სმენადაქვეითებული, მხარდაჭერის მიმღები პირებისთვის კენჭისყრაში მონაწილეობის ამსახველი პოსტერი QR კოდით, რომელზეც დატანილია ინფორმაცია ჟესტურ ენაზე.

საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შიო მესამე: გილოცავთ სულთმოფენობის და ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულს. ამ სულიწმიდის მადლს საეკლესიო საიდუმლოებების მეშვეობით, ტაძარში ერთობლივ ლოცვებსა და ღვთისმსახურებაში მონაწილეობის მეშვეობით ვიღებთ
NYT: თეთრ სახლში ვენსს სოციალური ქსელების გამოყენებისგან თავის შეკავება ურჩიეს
„პსჟ“-ს გამარჯვების შემდეგ არეულობის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 57 პოლიციელია
სამების ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ სულთმოფენობის სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა
ვაჟა სირაძე: დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე თითოეული პოლიციელისთვის. პოლიციელის წოდების ტარება დიდი პატივია და დიდი პასუხისმგებლობაც
არქივი