ირაკლი ჩიქოვანი - მხარი დავუჭირე „ქართულ ოცნებას“, რადგან ერთადერთი ძალაა, რომელსაც რეალური და სწორი ხედვა აქვს იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
121 04 ოქტომბერი 2025, 08:30

მხარი დავუჭირე „ქართულ ოცნებას“, რადგან „ქართული ოცნება“ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ყველა არჩევნებზე რეალური და სწორი ხედვა აქვს იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა, ამ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტები, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, ზუგდიდში, საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმის დაფიქსირების შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჩიქოვანის განცხადებით, მთელი საქართველოს მასშტაბით „ქართული ოცნება“ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს“.

„მე მხარი დავუჭირე „ქართულ ოცნებას“. მხარი დავუჭირე „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ჩემს მეგობარს, დავით კოდუას. დარწმუნებული ვარ, რომ არა მარტო ზუგდიდში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები გაიმარჯვებენ და საკრებულოებშიც ექნება მყარი უმრავლესობა. იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ამ არჩევნებზე და სხვა არჩევნებზეც, რეალური და სწორი ხედვა იმისა აქვს, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა. ამ შემთხვევაში, როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი მუნიციპალიტეტები. როგორ უნდა შევძლოთ იმ მაღალი ტემპის შენარჩუნება, რომელიც დაკავშირებულია მუნიციპალიტეტების განვითარებასთან და უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნასთან ჩვენი მოქალაქეებისათვის“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე: არის გამარჯვებები, რომლებიც არა მხოლოდ ტიტულები, არამედ მთელი ქვეყნის სიხარული და სიამაყეა. ძვირფასო ხვიჩა, გულით გილოცავ ამ უდიდეს მიღწევას!
შალვა პაპუაშვილი: არ არსებობს ლიგა, სადაც ქართველებს სიტყვა არ გვეთქმის. და არ არსებობს თასი, რომელზეც ქართველებს პრეტენზია არ გვაქვს - გაუმარჯოს ხვიჩა კვარაცხელიას
პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებას ულოცავენ
იაგო ხვიჩია - ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის ნახევრად კონფლიქტური სიტუაციები ყოველთვის არსებობდა, მაგრამ საქმე ბოლომდე არავის მიჰყავს, შიდა კინკლაობებია, რომელიც ბევრჯერ გვინახავს
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ნატოში ქვეყნის გაწევრიანების იდეას მოქალაქეები არ ემხრობიან
არქივი