ბიძინა ივანიშვილი: 13 წელიწადია, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ჩვენ ყველა მიმართულებით შთამბეჭდავ წარმატებებს მივაღწიეთ საზოგადოებასთან ერთად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
133 04 ოქტომბერი 2025, 10:02

დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. თავისუფალი არჩევნები, რომელიც უკანასკნელ პერიოდში განუხრელად მიმდინარეობს საქართველოში, დღესაც ასეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი არჩევებია, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“, ჩვენმა პარტიამ საშუალება მისცა საზოგადოებას თავისუფალი არჩევანი გააკეთოს, ისევე, როგორც თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი ბიზნესის და თავისუფალი ცხოვრების დაფუძნება მოვახერხეთ ბოლო წლებში. მოგეხსენებათ 13 წელიწადია, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ჩვენ ყველა მიმართულებით შთამბეჭდავ წარმატებებს მივაღწიეთ საზოგადოებასთან ერთად, მაგრამ ყველაზე დიდი წარმატება და მიღწევა, რასაც შეიძლება ხაზი გავუსვათ, გახლავთ ის, რომ, როგორც „ქართული ოცნების“ წევრებმა, ისე საზოგადოებამ მოახერხა და ისწავლა კარგი ანალიზის გაკეთება, ობიექტური ანალიზის გაკეთება, კრიტიკული აზროვნების განვითარება.

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს და შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ ისეთ შედეგებს, როგორიც საზოგადოებას უნდა. სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, რომელიც მოახერხა ჩვენმა საზოგადოებამ და მაქსიმალურად აიღო ხელისუფლება ხელში, რაც გამოიხატება არჩევნებში სწორი პოზიციის დაფიქსირებით, ჩვენ მივიღეთ ის შედეგები, რაც გვაქვს დღეს და შთამბეჭდავი წარმატება გვაქვს ქვეყნის განვითარების ყველა მიმართულებით.

როგორი განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს დღეს ჩვენი ოპონენტებისგან, თუ ის არ იქნება ობიექტური, ქართული საზოგადოება მასზე, როგორც წესი რეაქციას არ აკეთებს. ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ საზოგადოებამ მოახერხა და ისწავლა თეთრის შავისგან გარჩევა და სწორი არჩევანის გაკეთება.

იმედია დღესაც საზოგადოება იქნება აქტიური, მაქსიმალურად მობილიზებული მივლენ საარჩევნო ყუთებთან და სწორ არჩევანს გააკეთებენ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები ოთხი წლის ვადით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერს აირჩევენ.

საკრებულოს არჩევნები ტარდება მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემების საფუძველზე.

4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა
ანრი მეტრეველი: ვფიქრობ, სადაც არის დისკუსიის საშუალება, სწორედ იქ გაჩნდება ჭეშმარიტება და ის იქნება მომავლის გასაღები - იმ ხიდჩატეხილობის აღდგენის უალტერნატივო საშუალება, რაც დღეს ნამდვილად სჭირდება ქართველ ახალგაზრდებს
ნუგო შოშიაშვილი: გამოცდილებამ აჩვენა, რომ ახალგაზრდები მაქსიმალურად ეფექტურად არიან ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ მსგავსი ღონისძიებები არის დისკუსიის, აზრების გაცვლის უალტერნატივო საშუალება
თეკლა თიკანაშვილი: ჩვენი გზავნილები ახალგაზრდებისადმი კვლავ უცვლელია: გვინდა, მათგან მოვისმინოთ სხვადასხვა ინიციატივა და იდეა, მათ შორის, კრიტიკული კითხვები პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებით
მარიამ გრიგოლიშვილი: ჩვენი შეხვედრები არ არის ერთჯერადი ხასიათის და ემსახურება იმას, რომ ახალგაზრდებს შორის დაკანონდეს ჯანსაღი დიალოგი, რაც აუცილებლად გაგრძელდება მომავალში
არქივი