საერთაშორისო დამკვირვებელი ჯეიშ ანელ პატელი: ძალიან დაცული მეთოდი გაქვთ იმისა, როგორ უნდა მისცენ მოქალაქეებმა ხმა, კარგი იქნებოდა თქვენი ზოგიერთი პრაქტიკა ამერიკაში ჩვენს გარკვეულ შტატებსაც გაუზიაროთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
232 04 ოქტომბერი 2025, 12:16
ძალიან დაცული მეთოდი გაქვთ იმისა, როგორ უნდა მისცენ მოქალაქეებმა ხმა. ამერიკაში, გარკვეულ შტატებში ასეთი პრაქტიკა არ გვაქვს, - განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა აშშ-დან ჯეიშ ანელ პატელმა.

მისი თქმით, კარგი იქნება საქართველომ ამერიკის ზოგიერთს შტატს ეს პრაქტიკა გაუზიაროს.

„საქართველოს ორ ქალაქში და 5, თუ 6 საარჩევნო უბანზე ვიყავით. რასაც ვაკვირდებით, პროცესი შეუფერხებლად და მშვიდობიანად მიმდინარეობს. საარჩევნო უბნების გარშემო არ არის პროტესტი და არავის არ უშლიან ხელს ხმის მიცემაში. კარგი იქნებოდა თქვენი ზოგიერთი პრაქტიკა ამერიკაში ჩვენს გარკვეულ შტატებსაც გაუზიაროთ, მაგალითად კალიფორნიას. თქვენ აქ პირადობის მოწმობებს ამოწმებთ, გაქვთ მარკირება და ასევე ამომრჩეველი იღებს ქვითარსაც ფოტოსურათით. ძალიან დაცული მეთოდი გაქვთ იმისა, როგორ უნდა მისცენ მოქალაქეებმა ხმა. ამერიკაში, გარკვეულ შტატებში ასეთი პრაქტიკა არ გვაქვს. ეს საკმაოდ საინტერესო შედარებაა. ხმის მიცემის ელექტრონული სისტემა ამარტივებს შედეგების სწრაფად დათვლას. საერთო ჯამში, ვფიქრობ საარჩევნო პროცესს იდეალურად ართმევთ თავს“, - განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა.

საარჩევნო პროცესს 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები აკვირდებიან, ასევე პროცესს აშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც, იმედია, ხელს შეუწყობს საკითხის დეპოლიტიზებასაც
ცესკომ ქუთაისსა და ზესტაფონში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა
ნათია იოსელიანმა დუშეთში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის საინფორმაციო კურსი "დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო" ხორციელდება
ზაალ ანჯაფარიძე: სისხლის სამართლის კოდექსს უკვე დაემატა სახელმწიფოს ღალატის მუხლი და ვფიქრობ თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი საციხოდ ნივთებს უნდა იმარაგებდეს
არქივი