დარწმუნებული ვარ, ყველა მივა არჩევნებზე და გააკეთებს ღირსეულ არჩევანს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
59 04 ოქტომბერი 2025, 12:42

ყველა მივა არჩევნებზე და გააკეთებს ღირსეულ არჩევანს. მე მქონდა შესაძლებლობა, არაერთი ქვეყნის ლიდერს გავსაუბრებოდი, ნამდვილად არის საამაყო, რომ საქართველო არის მოწინავე რიგებში განვითარების ეტაპით, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან მას შემდეგ, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

მან აღნიშნა, რომ საქართველოს პროგრესს საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს.

„მინდა, ჩვენი საზოგადოება იყოს მშვიდად, წყნარად. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან შეფასებით, არაერთი პარამეტრით საქართველოს განვითარების პროგრესით მოწინავე რიგებშია. თქვენ საერთოდ რატომ დგახართ აქ და რატომ მისვათ კითხვას, თქვენთვის რომ არალეგიტიმური ვარ, თქვენ რატომ მისვამთ კითხვას?“ - მიმართა მან „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, რომელმაც მიმართა კითხვით, დაურეკა თუ არა მას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

მან აღნიშნა, რომ საზოგადოება ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„მე ვესაუბრები ჩემს საზოგადოებას, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ მიიღებს ღირსეულ გადაწყვეტილებას. ყველა მივა არჩევნებზე და გააკეთებს ღირსეულ არჩევანს. მე მქონდა შესაძლებლობა, არაერთი ქვეყნის ლიდერს გავსაუბრებოდი, ნამდვილად არის საამაყო, რომ საქართველო არის მოწინავე რიგებში განვითარების ეტაპით. ქართულმა საზოგადოებამ მოისმინა მაგალითად, ვიქტორ ორბანის სიტყვები, რომ მართლაც სამაგალითოა ამ ეტაპისთვის საქართველოს დღევანდელი რეალობა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცესკო: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასა და არჩევნების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები უსაფუძვლო იყო
ALDE არ არის საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ის არის პოლიტიკური ორგანიზაცია
26 ოქტომბრის არჩევნებზე: ისევ არის მცდელობა შენარჩუნდეს მუხტი
ცესკო 26 ოქტომბრის არჩევნებზე: არ წყდება ამ არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობა. ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული მხარე ცდილობს ამ თარიღს ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა მისცეს, საკუთარი პოლიტიკური აქტივობები სწორედ მის ირგვლივ ააგოს
ცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა
არქივი