ცესკოს პრესსპიკერი: ცესკოს სახელით მოქალაქეებს ურეკავენ, თითქოსდა იმის გადასამოწმებლად, იყვნენ თუ არა არჩევნებზე - კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ მსგავსი სატელეფონო ზარები საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან არ განხორციელებულა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
226 04 ოქტომბერი 2025, 13:19

ცესკოს ინფორმაციით, ცესკოს სახელით მოქალაქეებს ურეკავენ, თითქოსდა იმის გადასამოწმებლად, იყვნენ თუ არა არჩევნებზე. როგორ ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, ამგვარი სატელეფონო ზარები ცესკოს მხრიდან არ განხორციელებულა და ეს ქმედება ცესკოს სახელით სხვადასხვა პროვოკაციული განცხადებისთვის მზადებას ჰგავს.

„ყურადღება მინდა გავამახვილო იმ ინფორმაციაზე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი ჩვენთვის - ცესკოს სახელით მოქალაქეებს ურეკავენ, თითქოსდა იმის გადასამოწმებლად, იყვნენ თუ არა არჩევნებზე. რაც, თავის მხრივ, ჰგავს სხვადასხვა პროვოკაციული განცხადებისთვის მზადებას ცესკოს სახელით.

კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ მსგავსი სატელეფონო ზარები საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან არ განხორციელებულა. როგორც ჩანს, გარკვეული პირები მიზანმიმართულად იყენებენ ცესკოს სახელს ინსტიტუციის დაზიანების მიზნით და მსგავსი მანიპულაციებით ცდილობენ ამომრჩევლების შეცდომაში შეყვანას. მოვუწოდებთ ყველას, ნუ გამოიყენებენ ცესკოს სახელს და ნუ დააზიანებენ საარჩევნო გარემოს“,- განაცხადა ნათია იოსელიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც, იმედია, ხელს შეუწყობს საკითხის დეპოლიტიზებასაც
ცესკომ ქუთაისსა და ზესტაფონში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა
ნათია იოსელიანმა დუშეთში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის საინფორმაციო კურსი "დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო" ხორციელდება
ზაალ ანჯაფარიძე: სისხლის სამართლის კოდექსს უკვე დაემატა სახელმწიფოს ღალატის მუხლი და ვფიქრობ თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი საციხოდ ნივთებს უნდა იმარაგებდეს
არქივი