თაზო დათუნაშვილი - ამომრჩეველთა აქტიურობა ადასტურებს, რომ ოპოზიციური ელექტორატის უმრავლესობის დაკვეთა არჩევნებში ბრძოლა იყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
261 04 ოქტომბერი 2025, 14:02

ამომრჩეველთა აქტიურობა ადასტურებს, რომ ოპოზიციური ელექტორატის უმრავლესობის დაკვეთა არჩევნებში ბრძოლა იყო, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ არჩევნებში 10:00 საათისთვის დაფიქსირებული აქტივობა 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების  10:00 საათის აქტივობას 15-16 ათასი ამომრჩევლით აჭარბებს.

„10:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 276 ათასი ადამიანი მივიდა, რამაც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მონაცემებს 15-16 ათასი ამომრჩევლით გადააჭარბა. მადლობა მინდა ვუთხრა ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს, რომლის მოსვლის გარეშეც და რომლის აქტივობის გარეშეც ეს რიცხვი ვერ იქნებოდა წარმოდგენილი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას ,რომ ოპოზიციური ელექტორატის უმრავლესობის დაკვეთა იყო ამ არჩევნებში ბრძოლა“, – აღნიშნა დათუნაშვილმა.

ამასთან, დათუნაშვილმა საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანებზე ორ-ორი ბიულეტენი გაიცემა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც, იმედია, ხელს შეუწყობს საკითხის დეპოლიტიზებასაც
ცესკომ ქუთაისსა და ზესტაფონში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა
ნათია იოსელიანმა დუშეთში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის საინფორმაციო კურსი "დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო" ხორციელდება
ზაალ ანჯაფარიძე: სისხლის სამართლის კოდექსს უკვე დაემატა სახელმწიფოს ღალატის მუხლი და ვფიქრობ თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი საციხოდ ნივთებს უნდა იმარაგებდეს
არქივი