მურთაზ ზოდელავა - არავინ აპირებს სახლში წასვლას, ყოველ ერთ საათში იქნება კონკრეტული მოქმედება, ახლა მთავარია, მობილიზება მოხდეს და მივალთ „ქართული ოცნების“ ოფისთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
128 04 ოქტომბერი 2025, 20:43

კვლავ მოხდება მობილიზება და მივალთ „ქართული ოცნების“ ოფისში, მათაც მოვკითხავთ პასუხს, ახლა მთავარია, აქ მობილიზება მოხდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მურთაზ ზოდელავამ განაცხადა.

მისი თქმით, არავინ აპირებს სახლში წასვლას, აპირებენ ბოლომდე ბრძოლას.

„ათონელის მოედანზე გაზით წამლავენ ასაკოვან ადამიანებს, პარალელურად ივანიშვილი, კალაძე და ბანდა რაღაცას ზეიმობს, ფურშეტს აწყობს „ქართული ოცნების“ ოფისში. კვლავ ვმობილიზდებით და ჩავალთ მათთანაც, მოვკითხავთ პასუხს. ახლა მთავარია, აქ მობილიზება მოხდეს, ხედავთ უამრავი ადამიანია. ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველ ნახევარ საათში, ყოველ ერთ საათში იქნება კონკრეტული მოქმედება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ კედელთან მიაყენებს, აიძულებს, რომ ივანიშვილი გაიქცეს. მთავარი სიურპრიზი, მთავარი გარემოებაა, რომ არავინ აპირებს სახლში წასვლას, ყველა აპირებს ბოლომდე ბრძოლას. წარმოუდგენელია ივანიშვილო, ეს გაპატიოთ, შენ ითვლი ბოლო საათებს“, – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დღეს უკვე ამერიკელი მაღალჩინოსნებიც ადასტურებენ იმას, რომ ისინი ცდილობდნენ გარე დაფინანსებებით ქვეყნის შიგნით რევოლუციები მოეწყოთ
BBC საქართველოსთან სასამართლოს წააგებს და გადაიხდის დიდ ჯარიმას, მაგრამ რა ეშველებათ იმ უბედურებს ვინც ამ საინფორმაციო ტერაქტში მიიღეს მონაწილეობა?
გამოძიებამ ობიექტური სურათი დახატა, ცალსახად იყო გაცხადებული, რომ „კამიტი“ საერთოდ არ არის შეძენილი შსს-ს მიერ
არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები
ჩვეულებრივი აგენტია, რომელიც უცხო ძალებს ემსახურება და ძალიან სამწუხაროა, რომ უღალატა შსს-ს, უღალატა თავის ქვეყანას
არქივი