მიხეილ ყაველაშვილი: გუშინ დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტის დაცვით ჩატარდა საქართველოში არჩევნები, სამწუხაროდ, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა აქცია ხელისუფლების დამხობისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
97 05 ოქტომბერი 2025, 14:31

გუშინ დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტის დაცვით ჩატარდა საქართველოში არჩევნები, სამწუხაროდ, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა აქცია ხელისუფლების დამხობისთვის, - განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

პრეზიდენტმა „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და არჩევნების პარალელურად აქციაზე განვითარებული მოვლენებიც შეაფასა.

„გუშინ დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტის დაცვით ჩატარდა საქართველოში არჩევნები, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში. მინდა მათ პასუხისმგებლობას გავუსვა ხაზი, რომ ამომრჩევლის მობილიზაცია გააკეთეს და მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს სახელმწიფოს მიმართ. ვისარგებლებ შემთხვევით და გამარჯვებას მივულოცავ გამარჯვებულ პარტიას. სამწუხაროდ, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა აქცია ხელისუფლების დამხობისთვის. ჩვენმა საზოგადოებამ იხილა ვანდალური ფაქტები, მოწოდებები ჯერ კიდევ წინა დღეებში“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დღეს უკვე ამერიკელი მაღალჩინოსნებიც ადასტურებენ იმას, რომ ისინი ცდილობდნენ გარე დაფინანსებებით ქვეყნის შიგნით რევოლუციები მოეწყოთ
BBC საქართველოსთან სასამართლოს წააგებს და გადაიხდის დიდ ჯარიმას, მაგრამ რა ეშველებათ იმ უბედურებს ვინც ამ საინფორმაციო ტერაქტში მიიღეს მონაწილეობა?
გამოძიებამ ობიექტური სურათი დახატა, ცალსახად იყო გაცხადებული, რომ „კამიტი“ საერთოდ არ არის შეძენილი შსს-ს მიერ
არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები
ჩვეულებრივი აგენტია, რომელიც უცხო ძალებს ემსახურება და ძალიან სამწუხაროა, რომ უღალატა შსს-ს, უღალატა თავის ქვეყანას
არქივი