მარტა კოსის და კაია კალასის განცხადებაზე ისევ და ისევ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ ეს არის მორიგი ყალბ ნარატივზე დაფუძნებული განცხადება, - ასე შეაფასა გადაცემაში „იმედი LIVE“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის მარტა კოსის განცხადება საქართველოში გამართული არჩევნების შესახებ.
მისი თქმით, ამ მომართვის სხვა ასპექტებს თუ ჩავხედავთ, დავრწმუნდებით იმაში, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე თითიდან გამოწოვილი, სუსტი, ვითომდა არგუმენტებით შეფუთული ნარატივი.
რაც შეეხება ძალადობისგან თავის შეკავების მოწოდებას, როგორც თორნიკე ჭეიშვილმა აღნიშნა, „ამაზეც როგორ შეიძლება ვისაუბროთ გულწრფელობის კონტექსტში მაშინ, როდესაც რამდენიმე დღით ადრე, დაანონსებულ სახელმწიფო გადატრიალებამდე, ანუ 4 ოქტომბრამდე ჩვენ ვიხილეთ ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება, რომელმაც პირდაპირ, ფაქტობრივად მწვანე შუქი აუნთო იმ ყველაფერს, რაც გუშინ თბილისის ქუჩებში ვიხილეთ“.
„მათ თუ სურდათ, რომ გამიჯვნოდნენ ამ თუნდაც ძალადობრივ განვითარებას და ექსტრემიზმს, ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდათ აქამდე არაერთხელ და ეს მხოლოდ ბოლო პერიოდს არ შეეხება. აქამდეც ჩვენ არაერთხელ მოვუწოდებდით, მათ შორის ევრობიუროკრატიას, მათ შორის აქ კონკრეტული სახელმწიფოების ელჩებს თუ დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს, რომ გამოეხატათ საკუთარი პოზიცია მაშინ, როდესაც ის ჯგუფები, ის ძალები, რომლებსაც თავად ძალიან გულთბილად უწყობენ შეხვედრებს და ახდენენ მათ წახალისებას, სწორედაც თავს იჩენდნენ ამ ექსტრემისტული ზრახვებით და ქმედებებით. ასეთი ტრადიციულად არ იყო. ჩვენ პირიქით, ვხვდებოდით ქრონიკულ დუმილს და პირიქით, ამავე დროს იყო არაერთი დამადასტურებელი ფაქტი, არაერთი კადრი იმისა, როდესაც ეს ადამიანები ძალიან თბილად იყვნენ ერთმანეთისადმი და ისინი პრინციპში არც მალავდნენ, რომ ერთმანეთის მხარდაჭერას თუ წახალისებას ახდენდნენ.
მარტა კოსის და კაია კალასის განცხადებაზე ისევ და ისევ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ ეს არის მორიგი ყალბ ნარატივზე დაფუძნებული განცხადება და სხვა ასპექტებს თუ ჩავხედავთ ამ მომართვისა, დავრწმუნდებით იმაში, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე თითიდან გამოწოვილი, სუსტი, ვითომდა არგუმენტებით შეფუთული ნარატივი, რომელიც ჩვენ აქამდეც არაერთხელ გვინახავს. ამასთან მიმართებით გვაქვს უკვე მტკიცე იმუნიტეტი, რომ სატანადო ანალიზი გავუკეთოთ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, რეალურად რასთან გვაქვს საქმtე. რა მოტივებით მოქმედებენ თუნდაც აღნიშნული ევრობიუროკრატები ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით”, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |