სრული პასუხისმგებლობით ვამბობ - სალომე ზურაბიშვილი 4 ოქტომბრის დამხობის აქციაზე იყო კონკრეტული გეგმით მისული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
208 06 ოქტომბერი 2025, 16:24

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ - სალომე ზურაბიშვილი 4 ოქტომბრის დამხობის აქციაზე იყო კონკრეტული გეგმით მისული, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

როგორც ზურაბ ქადაგიძე აღნიშნავს, „იმ შემთხვევაში, თუ ბრბო მოახერხებდა პრეზიდენტის სასახლის აღებას - ზურაბიშვილი, რომელიც იქვე ახლოს ტრიალებდა, შევიდოდა სასახლეში და ჩაატარებდა ბრიფინგს, რომლის მოკლე შინაარსიც იქნებოდა შემდეგი - „დღეიდან მე ვარ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი“.

„ახლა რასაც დავწერ - კარგად წაიკითხეთ და დაიმახსოვრეთ
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ - სალომე ზურაბიშვილი 4 ოქტომბრის დამხობის აქციაზე იყო კონკრეტული გეგმით მისული
იმ შემთხვევაში, თუ ბრბო მოახერხებდა პრეზიდენტის სასახლის აღებას - ზურაბიშვილი, რომელიც იქვე ახლოს ტრიალებდა, შევიდოდა სასახლეში და ჩაატარებდა ბრიფინგს, რომლის მოკლე შინაარსიც იქნებოდა შემდეგი - „დღეიდან მე ვარ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი“.
ეს გეგმა პირდაპირ იყო უცხოეთიდან დავალებული ქართველ აგენტებზე
გამომდინარე იქედან, რომ სუს-მა და შს სამინისტრომ უნაკლოდ იმოქმედეს და აღკვეთეს სახელმწიფოს დამხობის გეგმა, სალომე ზურაბიშვილმა მომენტალურად შეცვალა პოზიცია და სცადა გამიჯვნოდა ანტიკონსტიტუციურ პროცესებს.
მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ ამ მხდალი ქალის განცხადება ვერ დაიცავს მას პასუხისმგებლობისგან
ზურაბიშვილიც და ყველა ის ადამიანი, რომელიც დამხობის ამსრულებელი იყო, კანონის წინაშე პასუხს მთელი სიმკაცრით აგებენ!“, - წერს იგი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი