ევროპული ბიუროკრატია არის გაღიზიანებული ქართველ ხალხზე, მაგრამ არ მგონია, ასეთი სისულელე გააკეთონ, რომ ქართველი ხალხი დასაჯონ საკუთარი პოლიტიკური არჩევანის გამო ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
206 08 ოქტომბერი 2025, 16:09

ევროპული ბიუროკრატია არის გაღიზიანებული ქართველ ხალხზე, მაგრამ არ მგონია, ასეთი სისულელე გააკეთონ, რომ ქართველი ხალხი დასაჯონ საკუთარი პოლიტიკური არჩევანის გამო, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის და იბრძვის თავისუფლებისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლაში კი ვიზის რიგში ჩადგომა მეათეხარისხოვანი საკითხია.

„მე მგონი ასეთ არაპრაგმატულ ნაბიჯს არ გადადგამენ, იმის მიუხედავად, რომ ბევრი არაპრაგმატული ნაბიჯი გადაუდგამთ აქამდეც. როცა გამოდის ევროკავშირის პრეს სპიკერი და პირდაპირ მხარს უჭერს პაატა ბურჭულაძის მიერ გამოცხადებულ დამხობის მცდელობას, ხედავთ, რამხელა აბსურდშია შესული ევროპული ბიუროკრატია. ამ ფონზე, შეიძლება, არაფერი გაგიკვირდეს, მაგრამ მე მაინც მეეჭვება, რომ გაღიზიანების მიუხედავად, მათ ძალიან აღიზიანებთ ქართველი ხალხი, მისი არჩევანი, მისი ბრძოლა მშვიდობისთვის და თავისუფლებისთვის, მაგრამ ამ ფონზეც კი, არ მგონია, ასეთი არაპრაგმატული ნაბიჯი გადადგან და სცადონ ქართველი ხალხის დასჯა ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით.

ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს ზოგადად ევროინტეგრაციისთვის. მათ შორის ასოცირების შეთანხმების შესრულება, DCFTA შეთანხმება და ა.შ ყველა იმ რეფორმის გატარება. საქართველო არის ნომერ პირველი ქვეყანა კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველა მიმართულებით, ყველა ობიექტური კრიტერიუმით, მათ შორის ევროკომისიის შეფასებები, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკა, ბიზნესის თავისუფლება და ა.შ ყველა მიმართულებით საქართველო არის პირველ ადგილზე.

ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. დანარჩენი, ვნახოთ, რამდენად პრაგმატული იქნება ევროკავშირის დამოკიდებულება. თუ იქნება პრაგმატული, ამ შემთხვევაში 2030 წელს ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის. როცა თავისუფლებისთვის იბრძვი, იქ ვიზის რიგში ჩადგომა მეათეხარისხოვანი საკითხია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ილონ მასკი: USAID-ის ფულით ჩინეთში კორონავირუსზე კვლევა ფინანსდებოდა, რამაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა
შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ, რომ სკანდალი სკანდალზეა ევროპარლამენტში, პირდაპირ დასტურდება, რომ ფულს იღებენ სხვადასხვა თემის ლობირებისთვის. ერთადერთი, რაც გვამშვიდებს არის ის, რომ მათ სიტყვას არავისთვის ფასი არ აქვს
შალვა პაპუაშვილი: საქართველო ნამდვილად არ აპირებს საბჭოთა კავშირზე უარეს პირობებზე სადმე შესვლას
ლევან მაჭავარიანი PACE-ს რეზოლუციაზე: მათ სურთ აგენტურა ხელისუფლებაში, რომ პროქსი ქვეყნად გამოაყენებინონ საქართველო
შალვა პაპუაშვილი - ამ ხალხს ჭკუა არ მოეკითხებათ, ერთადერთი, რაც გვამშვიდებს - თანამდებობა არ აქვთ საიმისოდ, რომ რაკეტები დაგვიშინონ, თორემ ამაზეც არ იტყოდნენ უარს
არქივი