ირაკლი კირცხალია საგარეო პოლიტიკაზე: ეს არის დემონსტრირება იმის, რომ ჩვენ ვართ ამაყი ერი. დემონსტრირება იმისა, რომ ჩვენ ვართ მშვიდობის მოყვარე ერი და საქართველო არასდროს არ იქნება არავის გავლენის ქვეშ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
71 08 ოქტომბერი 2025, 23:47

ეს არის დემონსტრირება იმის, რომ ჩვენ ვართ ამაყი ერი. დემონსტრირება იმის, რომ ჩვენ არასდროს არ გადავუხვევთ ჩვენს პრინციპებს. დემონსტრირება იმის, რომ ჩვენ არასდროს არ გადავუხვევთ იმ გზას, რაც დაგვიკვეთა ჩვენმა ქვეყანამ. დემონსტრირება იმის, რომ საქართველო ყოველთვის პატივს სცემს თავის ისტორიას. დემონსტრირება იმისა, რომ ჩვენ ვართ მშვიდობის მოყვარე ერი, ჩვენ ვართ დიდი ისტორიის ერი. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს რელიგიას. და დემონსტრირება იმისა, რომ საქართველო არასდროს არ იქნება არავის გავლენის ქვეშ“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ, წამყვანის კითხვის საპასუხოდ თუ როგორია პოზიციონირება საგარეო მიმართულებით და რისი დემონსტრირებაა პოლიტიკა, რომელსაც საქართველო ატარებს.

მისი თქმით, ხელისუფლება არავის მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო მისი პირადი ინტერესებისთვის გამოიყენოს.

ირაკლი კირცხალიას განცხადებით, მიუხედავად ყველაფრისა ხელისუფლება მზად არის დაივიწყოს ყველაფერი და სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობები დასავლეთთან.

„ვამბობთ, რომ ამ დიდ შეურაცხყოფის მიუხედავად კიდევ მზად ვართ ჩვენ ფაქტობრივად დავივიწყოთ ეს ყველაფერი თუ იქნება ობიექტური მიდგომა და რეალურად მეგობრული მიდგომა თუ იქნება ქვეყნებს შორის, ორივე ქვეყნის ინტერესზე დაფუძნებული ურთიერთობა“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დღეს უკვე ამერიკელი მაღალჩინოსნებიც ადასტურებენ იმას, რომ ისინი ცდილობდნენ გარე დაფინანსებებით ქვეყნის შიგნით რევოლუციები მოეწყოთ
BBC საქართველოსთან სასამართლოს წააგებს და გადაიხდის დიდ ჯარიმას, მაგრამ რა ეშველებათ იმ უბედურებს ვინც ამ საინფორმაციო ტერაქტში მიიღეს მონაწილეობა?
გამოძიებამ ობიექტური სურათი დახატა, ცალსახად იყო გაცხადებული, რომ „კამიტი“ საერთოდ არ არის შეძენილი შსს-ს მიერ
არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები
ჩვეულებრივი აგენტია, რომელიც უცხო ძალებს ემსახურება და ძალიან სამწუხაროა, რომ უღალატა შსს-ს, უღალატა თავის ქვეყანას
არქივი