სინამდვილეში თითოეულმა მათგანმა ძალიან კარგად იცოდა, რომ საპარლამენტო არჩევნები პირწმინდად წააგეს. შეგნებულად და ხელოვნურად ცდილობდნენ ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ დაზიანებას, არამედ განადგურებასაც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
63 09 ოქტომბერი 2025, 21:44

ეს არის აღიარება არა მხოლოდ იმის, რომ მათი მთელი კამპანია არჩევნებთან დაკავშირებით იყო სიყალბე და სიცრუე, არამედ ფაქტობრივი აღიარება არის, რომ მიზანმიმართულად მტრობდნენ ჩვენს ქვეყანას მოძალადე ექსტრემისტები, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

„სინამდვილეში თითოეულმა მათგანმა ძალიან კარგად იცოდა, რომ საპარლამენტო არჩევნები პირწმინდად წააგეს. შეგნებულად და ხელოვნურად ცდილობდნენ ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ დაზიანებას, არამედ განადგურებასაც. ახლა, როდესაც თვითონ განადგურდნენ და დაზიანდნენ, ამ აღიარებითი ჩვენებით თუ ჰგონიათ, რომ ვინმე პასუხისმგებლობას გაექცევა, ამაშიც ძალიან ცდებიან“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

ოპოზიციის ნაწილი რიტორიკას ცვლის, რაც შიდა დაპირისპირების მიზეზად იქცა. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, ნიკა ობოლაძე საჯაროდ აღიარებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მმართველმა პარტიამ მოიგო. ოპოზიციის ნაწილი ღიად აღიარებს იმასაც, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები წააგეს. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ აღიარებებიც გარე ძალების დავალების შედეგია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ შეისწავლონ 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა ბატონმა გახარიამ წყლის ჭავლით შეკრების დაშლის დროს
პრემიერი BBC-ის რეპორტაჟზე: იყო ძალიან მარტივი, თეთრი ძაფით ნაკერი სპეცოპერაცია და საპნის ბუშტივით გასკდა ის მცდელობა, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანების მცდელობასთან
ვინც ჩაირიცხება უკვე მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში, არავის მოუწევს საფასურის გადახდა და სახელმწიფო თავის თავზე აიღებს მთლიანად შესაბამისი სტუდენტების დაფინანსებას
ვხედავდით, სრულიად აშკარად და თავხედურად როგორ აფინანსებდნენ საქართველოში რევოლუციურ პროცესებს ქვეყნის გარედან და ზუსტად ამის აღკვეთას ემსახურებოდა კანონი გამჭვირვალობის შესახებ
თავის დროზე „ბიბისი“ მიიჩნეოდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მაუწყებელი, ბოლო წლების განმავლობაში ეს ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი
არქივი