მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს, გამოვხატო მადლიერება მათ მიმართ. ამ სიყვარულს, თანადგომასა და პატივისცემას მე და ჩემი თანაგუნდელები დავაბრუნებთ კონკრეტული გაკეთებული საქმეებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
55 09 ოქტომბერი 2025, 23:30

ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი მივიღეთ არჩევნებზე, ასევე მნიშვნელოვანი შედეგი მივიღეთ ქალაქისთვის. ქალაქმა უნდა გააგრძელოს განვითარება, აღმშენებლობა, წინსვლა და ამას ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის მერმა კახა კალაძემ.

„ჩვენ, ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებას ვანახეთ და დავუმტკიცეთ, რომ შეგვიძლია კარგი საქმეების კეთება ჩვენი ქალაქისთვის. თუ გავიხსენებთ საარჩევნო კამპანიას, არცერთ პოლიტიკურ პარტიასა თუ კანდიდატს არ ჰქონდა არანაირი ხედვა ქალაქთან დაკავშირებით. შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ ცილისმწამებლური განცხადებებითა და შეურაცხყოფით. საზოგადოებამ გააკეთა არჩევანი. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს, გამოვხატო მადლიერება მათ მიმართ. ამ სიყვარულს, თანადგომასა და პატივისცემას მე და ჩემი თანაგუნდელები დავაბრუნებთ კონკრეტული გაკეთებული საქმეებით“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დღეს უკვე ამერიკელი მაღალჩინოსნებიც ადასტურებენ იმას, რომ ისინი ცდილობდნენ გარე დაფინანსებებით ქვეყნის შიგნით რევოლუციები მოეწყოთ
BBC საქართველოსთან სასამართლოს წააგებს და გადაიხდის დიდ ჯარიმას, მაგრამ რა ეშველებათ იმ უბედურებს ვინც ამ საინფორმაციო ტერაქტში მიიღეს მონაწილეობა?
გამოძიებამ ობიექტური სურათი დახატა, ცალსახად იყო გაცხადებული, რომ „კამიტი“ საერთოდ არ არის შეძენილი შსს-ს მიერ
არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები
ჩვეულებრივი აგენტია, რომელიც უცხო ძალებს ემსახურება და ძალიან სამწუხაროა, რომ უღალატა შსს-ს, უღალატა თავის ქვეყანას
არქივი