კახა კალაძე: როცა საახალწლო ღონისძიებები დამთავრდება, გვინდა დავიწყოთ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია. პირობას ვაძლევ თბილისელებს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გამზირი იქნება ახალი დიზაინით, სიახლეებით, მოწესრიგებული და განახლებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
124 09 ოქტომბერი 2025, 23:33

როცა საახალწლო ღონისძიებები დამთავრდება, გვინდა დავიწყოთ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია. პირობას ვაძლევ თბილისელებს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გამზირი იქნება ახალი დიზაინით, სიახლეებით, მოწესრიგებული და განახლებული, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

წამყვანმა ჰკითხა, რა იქნება პირველი პროექტი, რომლის განხორციელებასაც ახალი მერის ამპლუაში შეუდგება.

„გვქონდა სურვილი რუსთაველის გამზირზე დაგვეწყო სამუშაოები და გადავიტანეთ ახალი წლების მერე. როცა საახალწლო ღონისძიებები დამთავრდება, გვინდა დავიწყოთ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ქალაქის ცენტრალური გამზირი ასე არ უნდა გამოიყურებოდეს, მითუმეტეს ისეთ ქალაქში, როგორიც თბილისია. პირობას ვაძლევ თბილისელებს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გამზირი იქნება ახალი დიზაინით, სიახლეებით, მოწესრიგებული და განახლებული. მიწისქვეშა კომუნიკაციებში სერიოზული პრობლემაა და გარკვეული დრო დასჭირდება ამ სამუშაოებს, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავამთავროთ“, - აღნიშნა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დღეს უკვე ამერიკელი მაღალჩინოსნებიც ადასტურებენ იმას, რომ ისინი ცდილობდნენ გარე დაფინანსებებით ქვეყნის შიგნით რევოლუციები მოეწყოთ
BBC საქართველოსთან სასამართლოს წააგებს და გადაიხდის დიდ ჯარიმას, მაგრამ რა ეშველებათ იმ უბედურებს ვინც ამ საინფორმაციო ტერაქტში მიიღეს მონაწილეობა?
გამოძიებამ ობიექტური სურათი დახატა, ცალსახად იყო გაცხადებული, რომ „კამიტი“ საერთოდ არ არის შეძენილი შსს-ს მიერ
არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები
ჩვეულებრივი აგენტია, რომელიც უცხო ძალებს ემსახურება და ძალიან სამწუხაროა, რომ უღალატა შსს-ს, უღალატა თავის ქვეყანას
არქივი