დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ აღნიშნა, რომ ბიუჯეტში თანხები გაიზარდა და ავარიული საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლებისთვის 100 მილიონია გამოყოფილი.
„გვქონდა გარკვეული გამოწვევები, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ვერ ვაღწევდით 100%-იან შეთანხმებას მოსახლეობის, რადგან ამის გარეშე შეუძლებელია პროექტის განხორციელებას. ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს შევეხოთ კერძო საკუთრებას თუ არ არის კონკრეტული მაცხოვრებლის თანხმობა. თავიდან უფრო მეტი გამოწვევა იყო, რადგან რაღაცნაირად შეშინებული იყო მოსახლეობა და ამასაც თავისი ახსნა აქვს. იყო სამშენებლო კომპანიები, რომლებმაც უდიდესი პრობლემა შეუქმნა დედაქალაქის მოსახლოებას, გვახსოვს უამრავი დაუმთავრებელი შენობები რამხელა გამოწვევა იყო, მაგრამ აქაც ჩვენი ჩართულობით 12 ათასი ოჯახი გავაბედნიერეთ. როდესაც რამდენიმე პროექტი წარმატებით განვახორციელეთ, ხალხმა ეს დაინახა. ეს პროექტები უპრობლემოდ განხორციელდება და ავარიული საცხოვრებელი კორპუსების მაგივრად ადამიანებს ახალი, თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ, რომელიც იქნება გარემონტებული და მოწესრიგებული. იმედი მაქვს უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება და ითანამშრომლებს მუნიციპალიტეტთან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |