კახა კალაძე: ის, რაც ვნახეთ პრეზიდენტის სასახლესთან, იყო სახელმწიფო გადატრიალების, ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით დამხობის მცდელობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
154 09 ოქტომბერი 2025, 23:57

ის, რაც ვნახეთ პრეზიდენტის სასახლესთან, იყო სახელმწიფო გადატრიალების, ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით დამხობის მცდელობა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ 4 ოქტომბერს განვითარებულ პროცესებზე.

„ის რასაც ვისმენდით რამდენიმე თვე სახელმწიფო გადატრიალებასთან და ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით, გარკვეულმა დაჯგუფებამ გადაწყვიტა რომ სისრულეში მოეყვანა. ის, რაც ვნახეთ პრეზიდენტის სასახლესთან, იყო სახელმწიფო გადატრიალების, ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით დამხობის მცდელობა. უამრავი განცხადება გავაკეთეთ იმასთან დაკავშირებით, რომ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები არავის გადაედგა. უამრავი მოწოდება გაკეთდა ჩემი, ბატონი პრემიერის, ჩვენი თანაგუნდელების მხრიდან. რაც არ უნდა იყოს, ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან. შეიძლება სხვა პოლიტიკური შეხედულება აქვთ, მაგრამ რატომ უნდა მიხაროდეს ვიღაცის ციხეში წასვლა?! მათ გადაწყვიტეს, რომ ეს გაეკეთებინათ [იერიში პრეზიდენტის სასახლეზე], ეს არის დანაშაული და სახელმწიფო რეაგირებს. ყველა დამნაშავე იქნება დასჯილი“, - აღნიშნა კალაძემ.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დღეს უკვე ამერიკელი მაღალჩინოსნებიც ადასტურებენ იმას, რომ ისინი ცდილობდნენ გარე დაფინანსებებით ქვეყნის შიგნით რევოლუციები მოეწყოთ
BBC საქართველოსთან სასამართლოს წააგებს და გადაიხდის დიდ ჯარიმას, მაგრამ რა ეშველებათ იმ უბედურებს ვინც ამ საინფორმაციო ტერაქტში მიიღეს მონაწილეობა?
გამოძიებამ ობიექტური სურათი დახატა, ცალსახად იყო გაცხადებული, რომ „კამიტი“ საერთოდ არ არის შეძენილი შსს-ს მიერ
არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები
ჩვეულებრივი აგენტია, რომელიც უცხო ძალებს ემსახურება და ძალიან სამწუხაროა, რომ უღალატა შსს-ს, უღალატა თავის ქვეყანას
არქივი