ისრაელის მთავრობამ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების გეგმა დაამტკიცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
63 10 ოქტომბერი 2025, 08:29

ისრაელის მთავრობამ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების გეგმა დაამტკიცა. პრემიერ-მინისტრის ოფისში აცხადებენ, რომ ისრაელის მთავრობამ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების რატიფიცირება უკვე მოახდინა. იქამდე კი, ბენიამინ ნეთანიაჰუს მინისტრთა კაბინეტი შეიკრიბა, რათა დაემტკიცებინათ შეთანხმება, რომელიც ეგვიპტეში შეადგინეს.

მედიის ცნობით, კაბინეტის მინისტრთა უმრავლესობამ შეთანხმებას მხარი დაუჭირა.

მთავრობის მიერ შეთანხმების დამტკიცებიდან 24 საათის განმავლობაში ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევა.

ამასთან, ისრაელი ღაზის სექტორში 24 საათის განმავლობაში უკან დაიხევს წინასწარ შეთანხმებულ საზღვრებამდე. ამის შემდეგ 72 საათის განმავლობაში, „ჰამასი“ გაათავისუფლებს ყველა ისრაელელ მძევალს, ცოცხალსა და გარდაცვლილს. ისრაელის თქმით, ეს შეიძლება, კვირას ან ორშაბათს მოხდეს; როგორც კი ყველა მძევალი გათავისუფლდება, ისრაელი გაათავისუფლებს 250 პალესტინელ პატიმარს, რომლებიც სამუდამო პატიმრობას იხდიან ისრაელის სიცხეებში და ასევე ღაზის სექტორის 1700 მცხოვრებელს, რომლებიც 7 ოქტომბრის შემდეგ დააკავეს.

ორივე მხარის ცნობით, ღაზაში შემავალი ჰუმანიტარული დახმარება დღეში 600 სატვირთო მანქანამდე გაიზრდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დღეს უკვე ამერიკელი მაღალჩინოსნებიც ადასტურებენ იმას, რომ ისინი ცდილობდნენ გარე დაფინანსებებით ქვეყნის შიგნით რევოლუციები მოეწყოთ
BBC საქართველოსთან სასამართლოს წააგებს და გადაიხდის დიდ ჯარიმას, მაგრამ რა ეშველებათ იმ უბედურებს ვინც ამ საინფორმაციო ტერაქტში მიიღეს მონაწილეობა?
გამოძიებამ ობიექტური სურათი დახატა, ცალსახად იყო გაცხადებული, რომ „კამიტი“ საერთოდ არ არის შეძენილი შსს-ს მიერ
არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები
ჩვეულებრივი აგენტია, რომელიც უცხო ძალებს ემსახურება და ძალიან სამწუხაროა, რომ უღალატა შსს-ს, უღალატა თავის ქვეყანას
არქივი