დავით ქართველიშვილი: სანამ ბრიუსელი საქართველოში „დემოკრატიის უკუსვლის" შეჩერებით არის დაკავებული, ბელგიის პოლიცია საკუთარი ძალებით ვეღარ აჩერებს აბობოქრებულ კრიმინალურ ქანქარას და არმიას მიმართავს დასახმარებლად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
226 11 ოქტომბერი 2025, 21:24

პარტია „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი ბელგიაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ბელგიის თავდაცვის მინისტრმა თეო ფრანკენმა განაცხადა, რომ უკიდურესად შეშფოთებულია ბრიუსელში არსებული მდგომარეობის გაუარესებით. სხვა ვითარებაში, ალბათ უნდა მეთქვა, რომ მეც ვწუხვარ და აღშფოთებულად შეშფოთებული ვარ - მაგრამ ჩემდა სამარცხვინოდ, არანაირი ჰუმანიტარული გრძნობები არ მამოძრავებს, - აღნიშნავს ექსპერტი ფა განმარტავს, რომ სანამ ბრიუსელი საქართველოში „დემოკრატიის უკუსვლის" შეჩერებით არის დაკავებული, ბელგიის პოლიცია საზოგადოებას თავისი ძალების ვეღარ უმკლავდება და დახმარებისთვის თავდაცვის ძალებს მიმართავს.

„საუცხოო დემოკრატიის პირობებში, აშშ-ს დედაქალაქში ელემენტარული წესრიგის დასამყარებლად საჯარისო ფორმირებების ჩართვის პრაქტიკა მოსაწონი გახდა ევროპის კონტინენტზეც. ბელგიის თავდაცვის მინისტრმა თეო ფრანკენმა განაცხადა, რომ ქვეყნის ჯარი ბრიუსელის ქუჩებში შესაძლოა წლის ბოლომდე განლაგდეს. სანამ ბრიუსელი საქართველოში "დემოკრატიის უკუსვლის" შეჩერებით არის დაკავებული, ბელგიის პოლიცია საკუთარი ძალებით ვეღარ აჩერებს აბობოქრებულ კრიმინალურ ქანქარას და არმიას მიმართავს დასახმარებლად.

თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ქალაქში ვითარება დრამატული გახდა არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ პოლიტიკური და სოციალური თვალსაზრისითაც. თეო ფრანკენმა აღნიშნა, რომ უკიდურესად შეშფოთებულია ბრიუსელში არსებული მდგომარეობის გაუარესებით. სხვა ვითარებაში, ალბათ უნდა მეთქვა, რომ მეც ვწუხვარ და აღშფოთებულად შეშფოთებული ვარ - მაგრამ ჩემდა სამარცხვინოდ, არანაირი ჰუმანიტარული გრძნობები არ მამოძრავებს..."- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ამირან სალუქვაძე: უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები - ქართველ ხალხთან და სპეცსამსახურებთან
შალვა პაპუაშვილი - ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა
დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა
თამარ ჩიბურდანიძე: მადიარი კონსერვატორია, მას საარჩევნო პროგრამაში შეტანილი ჰქონდა ოჯახური ღირებულებები, ტრადიციული კულტურა, ლგბტ თემთან დაკავშირებით კი დათქმა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც უნდა, მაგრამ პროპაგანდა არ არის მიზანშეწონილი და ა.შ.
ჩიბურდანიძე: იმედი მაქვს, რომ მივადექით ფინიშს რადიკალური ოპოზიციის გასამართლების პროცესში, რადგან მოსახლეობას აქვს კითხვები, ხომ არ გაუქმდა ეს პროცესი
არქივი