გია აბაშიძე: წინ მივიწევთ საერთაშორისო ინდექსებში იმ ფონზე, როცა გვაშანტაჟებენ ექსტრემიზმის მხარდამჭერი და საშინაო რეიტინგებშიც დაკნინებული ევროკრატები, გამჭვირვალობის კუთხით, საქართველოს მთავრობა ევროპის ტოპ ათეულშია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
347 13 ოქტომბერი 2025, 12:25

ჩანდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიიღო და გამჭვირვალობით მსოფლიოში მეთორმეტე პოზიციაზე დაწინაურდა, ხოლო ევროპაში საუკეთესო ათეულშია და მეცხრე ადგილზე გავიდა, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ჩანდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიში ბოლო ერთ წლიან პერიოდში გამოქვეყნებულ კვლევებს შორის მესამეა, სადაც საქართველოს მთავრობას გამჭვირვალობით მოწინავე პოზიციები უფიქსირდება.

„წინ მივიწევთ საერთაშორისო ინდექსებში იმ ფონზე, როცა გვაშანტაჟებენ ექსტრემიზმის მხარდამჭერი და საშინაო რეიტინგებშიც დაკნინებული ევროკრატები, გამჭვირვალობის კუთხით, საქართველოს მთავრობა ევროპის ტოპ ათეულშია. იმავდროულად, მახინჯი ანომალიაა - გამჭვირვალობის მედროშეობის ნაცვლად, „ნაცენჯეობი" ყველანაირად ცდილობენ დამალონ საკუთარი შავბნელი დაფინანსება, რადგან გარე სპონსორთა დაკვეთა გადატრიალებაა და არა დემოკრატიის განმტკიცება. ჩანდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, გამჭვირვალობის ინდექსს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია - საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიიღო და გამჭვირვალობით მსოფლიოში მეთორმეტე პოზიციაზე დაწინაურდა, ხოლო ევროპაში საუკეთესო ათეულშია და მეცხრე ადგილზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ ჩანდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიში ბოლო ერთ წლიან პერიოდში გამოქვეყნებულ კვლევებს შორის მესამეა, სადაც საქართველოს მთავრობას გამჭვირვალობით მოწინავე პოზიციები უფიქსირდება. პირველი იყო ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის გამჭვირვალობის ინდექსი, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა და სადაც საქართველოს მთავრობა მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მოხვდა, ხოლო მეორე კვლევა არის ორგანიზაცია „დემოკრატიების ალიანსის ფონდის“ დემოკრატიის აღქმის 2025 წლის ანგარიში, სადაც საქართველოს მთავრობა გამჭვირვალობით ევროპაში პირველ ადგილზე გავიდა. ამავე კვლევის მიხედვით, საქართველო ევროპის ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც მთავრობის გამჭვირვალობა ე.წ. „მწვანე ზონაში“, ანუ დადებითად არის შეფასებული. მსოფლიოს საუკეთესო თორმეტეული ასე ჩამოყალიბდა: შვედეთი, ახალი ზელანდია, ნორვეგია, ფინეთი, დანია, ნიდერლანდები, ავსტრალია, გერმანია, ირლანდია, ესტონეთი, სინგაპური და საქართველო. მთავრობის გამჭვირვალობით საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 6 ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 29 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, კანადა, იაპონია, საფრანგეთი, იტალია, შვეიცარია, ესპანეთი, პორტუგალია, ბელგია, ლუქსემბურგი, ისლანდია, ავსტრია, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, სლოვენია, ხორვატია, ლატვია, ლიეტუვა, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი. გამჭვირვალობის ინდექსი ეფუძნება ორ გლობალურ ანგარიშგებას _ ამერიკული ორგანიზაციების TRACE international -ის და საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის თემატური კვლევებს. კერძოდ, TRACE international -მა მის მიერ წარმოებული მექრთამეობის რისკის მატრიცის ფარგლებში მთავრობათა მარეგულირებელი ფუნქციების გამჭვირვალობის ისეთი ასპექტები მოიკვლია და გაზომა, როგორიცაა გამჭვირვალობა საჯარო შესყიდვებში, გამჭვირვალობა მთავრობის პოლიტიკის შემუშავებაში, გამოქვეყნებული კანონები და მთავრობის მონაცემები. რაც შეეხება ორგანიზაცია „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობას“, ის ღია ბიუჯეტის ინდექსს აწარმოებს, სადაც საქართველო ბიუჯეტის გამჭვირვალობით 2023 წლიდან მსოფლიოში პირველ ადგილზეა“, - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი