რუსთაველზე დგომით ეუთოს თავმჯდომარე ქართველ ხალხს აჩვენებს, რომ მხარს უჭერს ძალადობრივი გადატრიალების ორგანიზატორებს, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი კი ცარიელი სიტყვებია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
330 15 ოქტომბერი 2025, 11:08

რუსთაველზე დგომით ეუთოს თავმჯდომარე ქართველ ხალხს აჩვენებს, რომ მხარს უჭერს ძალადობრივი გადატრიალების ორგანიზატორებს,”-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ფინელი მინისტრი და ეუთოს თავმჯდომარე სწორედ ამ ადგილას არღვევს საქართველოს კანონმდებლობას.

„უბრალოდ, რომ იცოდეთ: ქუჩა, სადაც ეუთოს თავმჯდომარე (რომელიც, ასევე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრია) დგას, დედაქალაქის მთავარი გამზირია. თქვენ ხედავთ რამდენიმე ათეული რადიკალის შეკრებას, რომლებიც რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ და 25 პოლიციელს დაზიანებები მიაყენეს, მათ შორის ორს - მძიმე, და კანონის დარღვევით გზა გადაკეტეს.

საქართველოს კანონმდებლობა, ეუთოს სხვა ნებისმიერი წევრი ქვეყნის მსგავსად, ნებისმიერ ადგილას შეკრების უფლების გარანტიას იძლევა, ხოლო გზის გადაკეტვა მხოლოდ მაშინ არის დაშვებული, როდესაც სამანქანო გზის მიმდებარე ტერიტორია ადამიანების დიდ რაოდენობას ვეღარ იტევს. ფინელმა მინისტრმა შესაძლოა ამის შესახებ არ იცოდეს, მაგრამ ის ვერ დაასახელებს ვერც ერთ შემთხვევას, როდესაც ეს უფლება ბოლო 13 წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოს მიერ დაირღვა.

ასევე, ზუსტად მინისტრის უკან, ხედავთ პარლამენტის შენობის წინ მდებარე მოედანს, სადაც მშვიდობიანი შეკრების მიზნით, გზის გადაკეტვის გარეშე, ადამიანების იმაზე ათჯერ დიდი ჯგუფი შეიძლება შეიკრიბოს, ვიდრე ეს რამდენიმე ათეული ადამიანი, მათ შორის თავად ფინეთის მინისტრი, რომლებიც გზას კეტავენ.

ფინელი მინისტრი და ეუთოს თავმჯდომარე სწორედ ამ ადგილას არღვევს საქართველოს კანონმდებლობას. აღნიშნული, ასევე, ვენის კონვენციის 41-ე მუხლის დარღვევას წარმოადგენს, რომელიც, ირონიულია, რომ იმავე ქალაქში იქნა მიღებული, სადაც ეუთოს შტაბ-ბინაა განთავსებული.

ამით ის ქართველ ხალხს აჩვენებს, რომ მხარს უჭერს ძალადობრივი გადატრიალების ორგანიზატორებს და რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ცარიელი სიტყვებია,”- წერს პაპუაშვილი ,,X”-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი