დავით ჩიხელიძე: თუ ვახო სანაია მთავარი საინფორმაციო გადაცემის წამყვანია, ის ეთერისთვის უნდა ემზადებოდეს, რადიკალიზმით არ იყოს დაკავებული და უკანონოდ არ კეტავდეს ქუჩას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
259 19 ოქტომბერი 2025, 18:55

ექსპერტი დავით ჩიხელიძე ვახო სანაიას დაკავებასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში აფასებს.

ჩიხელიძე აღნიშნავს, რომ თუ სანაია მთავარი საინფორმაციო გადაცემის წამყვანია, ის რადიკალიზმით არ უნდა იყოს სავსე და ქუჩას უკანონოდ არ უნდა კეტავდეს, არამედ ეთერისთვის უნდა ემზადებოდეს.

„ტელეკომპანია „ფორმულამ“ განცხადება გაავრცელა ვახო სანაიას დაკავების შემდეგ. განცხადებაში წერია - „სანაია მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანია და ახლა ის ეთერისთვის უნდა ემზადებოდეს“...

მე კი, ჩემი მხრივ არ შემიძლია არ ვთქვა, რომ თუ ვახო სანაია მთავარი საინფორმაციო გადაცემის წამყვანია, ის ეთერისთვის უნდა ემზადებოდეს და არა რადიკალიზმით იყოს დაკავებული. ეთერისთვის ემზადებოდეს და არა უკანონოდ კეტავდეს ქუჩას!“, - წერს დავით ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი