26 ოქტომბრის არჩევნებზე: ისევ არის მცდელობა შენარჩუნდეს მუხტი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
117 28 ოქტომბერი 2025, 18:46

ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე არ წყდება დისკრედიტაციის მცდელობა. მისივე თქმით, ნათელია, რომ „გაყალბების“ თემა წარმოადგენს რეალობის შეგნებულად დამახინჯების მცდელობას კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში უნდობლობის დათესვას, არასწორი აღქმების ჩამოყალიბებას და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას.

„ისევ არის მცდელობა, რომ კვლავ შენარჩუნდეს მუხტი, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა და ამ საკითხთან დაკავშირებით ნარატივები გაძლიერდეს. ეს შესაძლოა ყველაფერი ემსახურებოდეს მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს - დისკრედიტაცია განხორციელდეს საარჩევნო პროცესის, კვლავ კითხვის ნიშნები არსებობდეს შედეგებთან მიმართებაში და ამასთან, დისკრედიტაცია განხორციელდეს საარჩევნო ადმინისტრაციასთან, რომელსაც თავის მხრივ მივყავართ საზოგადოების მხრიდან გარკვეულ უნდობლობასთან.

ჩვენ, ჩვენი გამჭვირვალე და ღია საქმიანობით ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საზოგადოებას მუდმივად ჰქონდეს გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაცია როგორც უსაფუძვლო ბრალდებებთან მიმართებაში, ასევე სხვა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით.

კარგად ვნახეთ, რომ ბრალდებები, რომელიც ერთი წლის განმავლობაში გვესმოდა, არანაირ მტკიცებულებას არ ეფუძნება. ვნახეთ, რომ სასამართლო განხილვების დროს არ იყო არანაირი ფაქტები და მტკიცებულებები წარდგენილი, ვნახეთ პროკურატურის საგამოძიებო ფარგლებშიც, პროკურატურის შუალედური ანგარიშიდან საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ იქ არ იყო არანაირი მტკიცებულება და ფაქტი წარდგენილი, თუ რა იდგა ამ ბრალდებების მიღმა. მთავარი გზავნილი, რომელიც ეუთო/ოდუირის დოკუმენტში იყო ჩანაწერი, არის ის, რომ არჩევნები პროცედურული თვალსაზრისით იყო კარგად ადმინისტრირებული. ეს არის მთავარი პასუხი ყველა ბრალდებაზე“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცესკო: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასა და არჩევნების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები უსაფუძვლო იყო
ALDE არ არის საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ის არის პოლიტიკური ორგანიზაცია
ცესკო 26 ოქტომბრის არჩევნებზე: არ წყდება ამ არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობა. ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული მხარე ცდილობს ამ თარიღს ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა მისცეს, საკუთარი პოლიტიკური აქტივობები სწორედ მის ირგვლივ ააგოს
ცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა
ComCom-მა წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის პირველი ანგარიში გამოაქვეყნა
არქივი