გოჩა ტყეშელაშვილი: გიორგი გახარია ადამიანობაში ჩემთანაც მაგრად „ჩაიჭრა“, 2025 წლის მაისში საპარლამენტო სიიდან, სხვა 7 ადამიანთან ერთად ისე ჩამხსნა, რომ არც უთქვამს - გამომიყენა და გადამაგდო, აი, ასეთი „მადლიერება“ იცის თურმე გახარიამ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
359 02 ნოემბერი 2025, 14:02

გიორგი გახარია როგორც პოლიტიკოსი, თქვენ შეაფასეთ... ადამიანობაში რომ ჩემთანაც მაგრად „ჩაიჭრა" მე მხოლოდ ამის შესახებ მოგიყვებით და თანაც მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებმა გაითვალისწინონ, - წერს ტელეწამყვანი, გოჩა ტყეშელაშვილი სოციალურ ქსელში.

გოჩა ტყეშელაშვილის განცხადებით, გიორგი გახარიამ ისარგებლა 2024 წელს საპარლამენტო არჩევნების დროს ტელეწამყვანის მხარდაჭერით და პარტიის მიერ მოპოვებული 8% ხმებიდან 2.5% მისი დამსახურებით მიიღეს.

ტყეშელაშვილი აღნიშნავს, რომ გახარიამ ის სხვა 7 ადამიანთან ერთად ისე ჩახსნა საპარლამენტო სიიდან, რომ მისთვის არაფერი შეუტყობინებია. მისივე თქმით, გიორგი გახარიამ ის „გამოიყენა და გადააგდო”.

„გიორგი გახარია, როგორც პოლიტიკოსი, თქვენ შეაფასეთ... ადამიანობაში რომ ჩემთანაც მაგრად "ჩაიჭრა" მე მხოლოდ ამის შესახებ მოგიყვებით და თანაც მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებმა გაითვალისწინონ... საქართველოს მოსახლეობისთვის, ერსა და ბერში ცნობილია, რომ მე, გოჩა ტყეშელაშვილს, ძალიან მიყვარს საქართველოს მომავალი თაობა და ახალგაზრდობა, ოჯახები და ეროვნული ტრადიციები ... ამიტომაც, დაუღალავად ვქმნი ისეთ მაღალტექნოლოგიურ გლობალურ და ექსკლუზიურ პროექტებს, რომლებიც მომავალი თაობების აღზრდა-განათლებას ემსახურება. მაგ: "ეტალონი", izrune.ge, EGMU.GE და ა.შ. ამასთან, მასშტაბურობიდან გამომდინარე, პროექტებს სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური მხარდაჭერაც აუცილებლად სჭირდება... და ისარგებლა რა, ჩემი გულწრფელობით და კიდევ სხვა ფაქტორებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისას გახარიას (მის მაშინდელ გუნდს) იმდენად აქტიურად, აბსოლუტურად უანგაროდ და გულითადად დავუჭირე მხარი, რომ არჩევნების შემდგომ არაერთხელ აღიარეს, მათი მოპოვებული ხმებიდან (8%) დაახლოებით 2,5% ჩემი აქტიურობის და ცნობადობის დამსახურება იყო... ჰოდა, გავიდა 8 თვე და თურმე, 2025 წლის მაისში საპარლამენტო სიიდან, სხვა 7 ადამიანთან ერთად ისე ჩამხსნა, რომ არც უთქვამს და მხოლოდ პოსტფაქტუმ შევიტყვე ...აქ მთავარი ის არის, რომ არც პარლამენტში შესვლა მიწევდა, არც პარტიის წევრი ვიყავი და საერთოდ პოლიტიკა ან/და თანამდებობა არც არასდროს მაინტერესებდა, ჩემი ინტერესი მხოლოდ აღზრდა-განათლების მაღალტექნოლოგიური მასშტაბური და ექსკლუზიური პროექტების განხორციელება იყო, არის და იქნება ... ჰოდა, გავიდა თვეები, არაფერი ვიცოდი და თურმე, გამომიყენა და გადამაგდო, ადამიანურად ძალიან განვიცადე... აი, ასეთი "მადლიერება" იცის თურმე გიორგი გახარიამ და ამიტომაც 1 ოქტომბერს, გერმანიაში ბინადრობაში მყოფს, ოფიციალურად მწარე სიმართლის წერილით მივმართე და პასუხ(ებ)ს ვითხოვდი. თვეზე მეტი გავიდა, პასუხი არ გაუცია და საერთოდაც არ შემხმიანებია. დარწმუნებული ვარ წერილში მოყვანილი ფაქტები და არგუმენტები დაგაინტერესებთ. ამიტომაც, აქვე ვაქვეყნებ (იხილეთ პირველ კომენტარში) და წაიკითხეთ, ბევრ საინტერესოს შეიტყობთ ... დასკვნები თავად გააკეთეთ... და აქვე სხვა ოპოპოლიტიკოსებსაც მინდა მივმართო: ხალხის ნდობას რომ ითხოვთ, ვინც გენდოთ იმათ რა დამართეთ ?!
P.S. დარწმუნებული ვარ დაღალატების ეს უდიდესი გულისტკივილი გადამივლის, ფიზიკურადაც ჯანზე მოვალ და კვლავაც საქართველოს მომავალზე დაუღალავ ზრუნვას დავუბრუნდები ... ჩემი პროექტების სახელმწიფოებრივ მხარდაჭერასაც მოვიპოვებ და სახელმწიფოსთან ერთად, უამრავ 100 000-ობით ოჯახს მალევე გავახარებთ!!! ბედნიერება ყველას სჭირდება !!! ბედნიერება თქვენს ოჯახებს!” - წერს გოჩა ტყეშელაშვილი.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი