104
06 ნოემბერი 2025, 19:17
სატივეს ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
მთაწმინდის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამჯერად, ვერაზე, სატივეს ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. აღნიშნულ მისამართზე სამანქანო გზა სრულად ამორტიზებული იყო.
ბოლო ეტაპის სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ორფენიანი ასფალტი საფარი 2 500 კვ.მ ფართობზე დაიგო. ასევე, მოეწყო ტროტუარი და გამოიცვალა სანიაღვრე ქსელიც.
სამუშაოებისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 400 000 ლარი გამოიყო.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |