ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი: უკრაინას მარადიული ომი და ტერიტორიის ნელი ეროზია ემუქრება, თუ ევროპა მკვეთრად არ გაზრდის ზეწოლას რუსეთზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
96 06 ნოემბერი 2025, 21:33

ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ უკრაინას მარადიული ომი და ტერიტორიის ნელი ეროზია ემუქრება, თუ ევროპა მკვეთრად არ გაზრდის ზეწოლას რუსეთზე, მათ შორის ჯარების განლაგებით და ნატოს ტერიტორიაზე სარაკეტო და დრონების ფარის შექმნით, რათა დაცული იყოს უკრაინის ინფრასტრუქტურა რუსეთის თავდასხმებისგან.

ანდერს ფოგ რასმუსენმა, რომელიც ნატოს გენერალური მდივნის პოსტს 2009 წლიდან 2014 წლამდე იკავებდა და დანიის პრემიერ-მინისტრი იყო 2001 წლიდან 2009 წლამდე, ბრიტანულ გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ პოლონეთის მსგავსი ქვეყნები საჰაერო თავდაცვის ასეთი სისტემების განთავსებაზე დათანხმდებიან, რუსეთი გაიგებს, რომ მათზე თავდასხმა მთლიანად ნატოს ალიანსზე თავდასხმის ტოლფასი იქნება.

„ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინელ ხალხს რუსული რაკეტებისა და დრონებისგან თავის დაცვაში, საჰაერო ფარის შექმნით, რომელიც უკრაინელებს რუსული რაკეტებისა და დრონების ჩამოგდებაში დაეხმარება. უკრაინის მოსაზღვრე ნატოს ქვეყნები შეიძლება გახდეს საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო სისტემის განლაგების ადგილი“, - აღნიშნა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

„თუ სტრატეგიაში ძირეულ ცვლილებებს არ განვახორციელებთ, ჩვენ მარადიული ომის პირისპირ აღმოვჩნდებით. პუტინს მშვიდობიან მოლაპარაკებებში ჩართვის სტიმული არ აქვს, ვიდრე ფიქრობს, რომ ბრძოლის ველზე გამარჯვება შეუძლია. საჭიროა ცვლილებები სისწრაფესა და აზროვნებაში“, - განაცხადა მან.

რასმუსენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპა ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეს და მოუწოდა, გაყინული რუსული აქტივები უკრაინისთვის გამოიყენონ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დღეს უკვე ამერიკელი მაღალჩინოსნებიც ადასტურებენ იმას, რომ ისინი ცდილობდნენ გარე დაფინანსებებით ქვეყნის შიგნით რევოლუციები მოეწყოთ
BBC საქართველოსთან სასამართლოს წააგებს და გადაიხდის დიდ ჯარიმას, მაგრამ რა ეშველებათ იმ უბედურებს ვინც ამ საინფორმაციო ტერაქტში მიიღეს მონაწილეობა?
გამოძიებამ ობიექტური სურათი დახატა, ცალსახად იყო გაცხადებული, რომ „კამიტი“ საერთოდ არ არის შეძენილი შსს-ს მიერ
არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები
ჩვეულებრივი აგენტია, რომელიც უცხო ძალებს ემსახურება და ძალიან სამწუხაროა, რომ უღალატა შსს-ს, უღალატა თავის ქვეყანას
არქივი