Le Point: საჭმელში ჩაფურთხების შიშით სარკოზი ციხის კვებაზე უარს აცხადებს - ყოფილი პრეზიდენტის ახლობლები შეშფოთებულნი არიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
75 06 ნოემბერი 2025, 23:33

იოგურტი, როგორც ჩანს, ერთადერთი საკვებია, რომელსაც საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი მიირთმევს მას შემდეგ, რაც ის პარიზის La Santé-ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Point-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, სარკოზის კვების ეს თავისებური რეჟიმი მისი მეგობრებისა და ოჯახის წევრებში შეშფოთებას იწვევს.

„ეს თემა ნიკოლა სარკოზის ახლო წრეში უკვე სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. პარიზის La Santé-ს ციხეში ყოფნისას, სახელმწიფოს ყოფილმა მეთაურმა საკუთარი ნებით დაიწყო უცნაური დიეტა. იგი აცნობიერებს თანაპატიმრების მხრიდან მის მიმართ არსებულ მტრულ დამოკიდებულებას, რის გამოც უარს ამბობს შეეხოს თუნდაც ერთ კერძს, რომელიც საკანში მიეწოდება - შიშით, რომ ვინმემ შეიძლება მის საჭმელში ჩააფურთხოს, თუ უარესი არა. პრობლემა ის არის, რომ პრეზიდენტი ასევე უარყოფს ციხეში კვების ერთადერთ სხვა გამოსავალს: სასადილოს გამოყენებას და საჭმლის დამოუკიდებლად მომზადებას“, - ნათქვამია სტატიაში.

„კვერცხის შეწვაც კი არ იცის! გარდა ამისა, პრინციპულად, ის უარს ამბობს ამაზე“, - განუცხა

Le Point: საჭმელში ჩაფურთხების შიშით სარკოზი ციხის კვებაზე უარს აცხადებს - ყოფილი პრეზიდენტის ახლობლები შეშფოთებულნი არიან

და გამოცემას სარკოზის ახლობელმა.

21 ოქტომბრიდან, ციხეში მოთავსების შემდეგ, ნიკოლა სარკოზი მხოლოდ იოგურტს მიირთმევს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გამოძიებამ ობიექტური სურათი დახატა, ცალსახად იყო გაცხადებული, რომ „კამიტი“ საერთოდ არ არის შეძენილი შსს-ს მიერ
არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები
ჩვეულებრივი აგენტია, რომელიც უცხო ძალებს ემსახურება და ძალიან სამწუხაროა, რომ უღალატა შსს-ს, უღალატა თავის ქვეყანას
შერგელაშვილი გამოყენებულია ერთ ჩვეულებრივ გავლენის აგენტად - ეს არის ადამიანი, რომელმაც შსს მუნდირს უღალატა
დაველოდოთ, მორიგ ჯერზე რას შემოგვთავაზებენ რადიკალები. სავარაუდოდ, მათი მომდევნო მესიჯი იქნება, რომ თითქოს, ურანის გამდიდრებით არის ჩვენი ხელისუფლება დაკავებული
არქივი