ცენტრალური ევროპა თვითონ პოზიციონირებს, როგორც ევროპული პოლიტიკური ცენტრი, და არა როგორც პერიფერია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
270 08 ნოემბერი 2025, 11:13

პარტია „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი ვაშინგტონში ვიქტორ ორბანის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ეს არის ევროკავშირის ტრანსფორმაციის დასაწყისი და ახალი ბალანსის გადანაწილება მის შიგნით. ორბანს ვაშინგტონიდან Ჩამოაქვს ბრიუსელისთვის მეტად მტკივნეული შედეგები: მიგრაციული გადაწყვეტილებები აღარ იქნება ავტომატური და დიქტატორული; ვეტოს უფლება გადაიქცევა ყოველდღიურ ინსტრუმენტად; ბრიუსელს მოუწევს თავის წევრებთან მოლაპარაკება, და არა კარნახი", - განაცხადა ანალიტიკოსმა და აღნიშნა, რომ ორბანის ვიზიტმა აჩვენა, რომ არის მეორე ევროპა, რომელიც არის აქტიური, ორგანიზებული, იცავს საკუთარ საზღვრებს და ამტკიცებს საკუთარი გადაწყვეტილებების სუვერენიტეტს.

„გრძელდება ჩემი არაერთი პროგნოზის და მოლოდინის ხორცშესხმა. ვიქტორ ორბანი ვაშინგტონიდან დაბრუნდა, როგორც დონალდ ტრამპისგან "ხელდასხმული" ევროპის ალტერნატიული მოდელის ლიდერი. ბრიუსელმა კი ეს მკაფიოდ და მტკივნეულად დაინახა. ვიზიტის

ძირითადი სიგნალი იყო: ევროკავშირის ბიუროკრატიის მონოპოლია „ევროპული ნორმის“, "ევროპული ფასეულობების" და „ევროპული ტრადიციების" განსაზღვრაზე დასრულდა. რაც ევრობიუროკრატიის წიაღში ადრე „პოპულიზმად“ ითვლებოდა, ახლა უკვე პოლიტიკურ ალტერნატივად აღიქმება.

სწორედ ამ ევრომავნებლების და ევროკორუფციონერების ხელᲨი, ევროკავშირი დღეს აღმოჩნდა ახალ რეალობაში: ევროპის საზღვრებზე მიმდინარეობს ომი; გერმანია, წარსულᲨი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი სამრეწველო ზონა, კრიზისში შევიდა; საფრანგეთში და პროტესტებისგან გადაღლილია; იტალია ღიად ბლოკავს ბრიუსელის მიგრაციულ დირექტივებს დაა.Შ. და სწორედ ამ მომენტში, ორბანი ვაშინგტონში ჩადის და იღებს: 1) პოლიტიკურ ლეგიტიმაციას, 2) ცენტრალური ევროპის სახელით მოლაპარაკების წარმართვის უფლებას, 3) სტატუსს - არადამნაშავის, თუ მოღალატის, არამედ პარტნიორის. და მის უკან - არა მხოლოდ უნგრეთი, არამედ, როგორც მინიმუმ: ჩეხეთი, სლოვაკეთო, ავსტრია, ხვალინდელი პოლონეთი და ბალკანეთია. ბრიუსელისთვის კი ეს - ცივი შხაპია. ცენტრალური ევროპა წყვეტს თავისი საბჭოური გაგებით -„უმცროსი ძმის“ სტატუსს. ორბანის ლიდერობით, ჩამოთვლილი სახელმწიფოები ქმნიან იმას, რასაც უკვე კულუარებში უწოდებენ: „ზურგის ევროპას“ და"რეალური ნაციების" ევროპას. ეს არის ევროკავშირის ტრანსფორმაციის დასაწყისი და ახალი ბალანსის გადანაწილება მის შიგნით. პრაქტიკული თვალსაზრისით, ორბანს ვაშინგტონიდან Ჩამოაქვს ბრიუსელისთვის მეტად მტკივნეული შედეგები: მიგრაციული გადაწყვეტილებები აღარ იქნება ავტომატური და დიქტატორული; ვეტოს უფლება გადაიქცევა ყოველდღიურ ინსტრუმენტად; ბრიუსელს მოუწევს თავის წევრებთან მოლაპარაკება, და არა კარნახი.

ამით ევროკომისია და ურსულა ფონ დერ ლაიენი კარგავენ თავის მორალურ უპირატესობას. ხდება ბრიუსელის მმართველობის იდეის („ვინც ჩვენ არ გვეთანხმება - ის ეწინააღმდეგება ევროპას“) სრული კრახი და მსხვრევა. ორბანის ვიზიტმა აჩვენა, რომ არსებობს კიდევ ერთი ევროპა და ის აქტიურია, ორგანიზებულია და ჰყავს ძლიერი გარე პარტნიორები. ეს ევროპა: იცავს საკუთარ საზღვრებს; ამტკიცებს თავისი გადაწყვეტილებების სუვერენიტეტს; ეროვნულ, კულტურულ და რელიგიურ კოდს აყენებს უფრო მაღლა, ვიდრე„გლობალურ მოქალაქეობას“. ორბანმა არამხოლოდ გაანულა ბრიუსელის სახელმძღვანელო სცენარი, მან აჩვენა როგორ შეიძლება ბიუროკრატიული დამოკიდებულების გარღვევა, ევროკავშირიდან გამოსვლის გარეშე.

ეს არის პრეცედენტი და ამ პრეცედენტის შექმნაში ყველაზე დიდი და მტკივნეული წვლილი პატარა საქართველომ Შშეიტანა, რომელსაც ზუსტად ამისთვის სჯიან, მაგრამ დღეიდან ამის გაგრძელდება გაუჭირდებათ. დღეს სუვერენიზაციის მუხტი უკვე ევროპის შუა გულშია და მისი დამარცხება გამორიცხულია. თუ ადრე ცენტრალური ევროპა დუმილით იტანდა „ცენტრალიზაციას ერთიანობის სახელით“, ახლა იგი თვითონ პოზიციონირებს, როგორც ევროპული პოლიტიკური ცენტრი, და არა როგორც პერიფერია. და სწორედ ასეთი ევროპა გახდება საქართველოსთვის მისი პოლიტიკური მისწრაფებების მიზიდულობის ცენტრი", - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: „სისხლიანი 9 წლის“ შემოქმედნი ისევ ერთი ქოლგის ქვეშ შეიკრიბნენ და შესაბამისად, საზოგადოებამაც უკვე იცის რას უნდა ელოდოს მათგან
დავით ქართველიშვილი: ქართული ოპოზიცია იმაზე უფრო სწრაფად იშლება, ვიდრე ხსნის, თუ რის გაკეთებას აპირებს ჰიპოთეტური გამარჯვების მეორე დღეს
ბაჩო ოდიშარია: როგორც გარე დავალების მიმცემებმა, ისე შიდა აგენტურამ ვერ ისწავლა, რომ სანამ დიაგნოზს არ აღიარებენ, შედეგს ვერ მიიღებენ - არ აღიარებენ იმ დიაგნოზს, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური მომავალი არ გააჩნიათ
შალვა პაპუაშვილი: 2022 წელს საქართველო გადაურჩა ომს, რომელიც აუცილებლად იქნებოდა, ეს ხალხი რომ დახვედროდა ხელისუფლებაში იმ ძალებს, რომლებსაც რუსეთთან დაპირისპირებაში საქართველოს როლი წინასწარ უკვე განსაზღვრული ჰქონდათ
სააკაშვილი: მეც სხვებთან ერთად, ვარ ჩართული ამ ამბავში [ოპოზიციის გაერთიანება] და მთელი ეს დრო ვმუშაობდი სხვადასხვა პარტიის ლიდერებთან ერთად ამ საკითხის წინ წასაწევად
არქივი