ხოშტარია რომ პარტნიორებს ეძახის, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებია და მათზე მიწოდებულ ინფორმაციებს, მათივე ენაზე, ფაილები ჰქვია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
380 08 ნოემბერი 2025, 11:43
პარტია " ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი ტელეკომპანია "იმედის" მიერ მოპოვებულ ჩანაწერებს ეხმიანება, სადაც ჩანს თუ რა სახის ინფორმაციას აწვდიდნენ  ბრალდებული ოპოზიციონერები უცხოელ პარტნიორებს.

ანალიტიკოსი ელენე ხოშტარიას ბრიფინგის კონკრეტულ მონაკვეთზე ამახვილებს ყურადღებად და აღნიშნავს, რომ სიტყვა "ფაილი", როგორც ელენე ხოშტარია შეგროვებულ მასალასა და მტკიცებულებებზე საუბრობს, სპეც- სამსახურების ტერმინია და სხვა ამას არავინ იყენებს.

"თითქოს დეტალია, მაგრამ მასში ქალბატონი აგენტის მთელი არსია ჩადებული...

ჟურნალისტები რაღაც კონკრეტულ მასალას ინფორმაციას უწოდებენ. 

გამომძიებლები, პროკურორები და ოპერატიული მუშაკები - მტკიცებულებას. 

ხალხი - უბრალოდ ფაქტებს, ამბებს. 

მხოლოდ სპეც-სამსახურის თანამშრომლები ან მათთან მჭიდროდ დაკავშირებული პირები - "ფაილებს". 

ეს არის ტერმინი, რომელიც ძალზედ სპეციფიკურია და არავინ, გარდა ჩემ მიერ ხსენებული პირებისა, ამ სიტყვას
არ იყენებს. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი