საზოგადოება ხედავდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელად გამოიყურებოდა, მაგრამ სამკურნალო დაწესებულების დასკვნის გარეშე რაიმე გადაწყვეტილებას სახელმწიფო ვერ მიიღებდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
212 13 ნოემბერი 2025, 15:14

მოსალოდნელი იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდებოდა განცხადებები, თითქოს, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა რაღაც დასჯის მცდელობაა, მაგრამ სინამდვილეში, ის ხდება, რაც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისი თქმით, გაუგებარი იყო მისი სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა იმის ფონზე, როდესაც იგი სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებოდა.

„ამიტომ, მას შემდეგ, რაც სამკურნალო დაწესებულებამაც განაცხადა, რომ სააკაშვილი მკურნალობას აღარ ექვემდებარება, მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა სრულად ლოგიკური ნაბიჯი იყო. ასეთი შეფასებები საზოგადოებისთვის მიუღებელი იქნება. თუ რატომ არ მოხდა აქამდე გადაყვანა, ამაზე მარტივია პასუხია – გადაყვანა მოხდა მაშინ, როცა სამკურნალო დაწესებულების პერსონალმა განაცხადა, რომ სააკაშვილი მკურნალობას აღარ საჭიროებს. საზოგადოება ხედავდა, რომ იგი ჯანმრთელად გამოიყურებოდა, მაგრამ სამკურნალო დაწესებულების დასკვნის გარეშე რაიმე გადაწყვეტილებას სახელმწიფო ვერ მიიღებდა“, – განაცხადა კახიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვენესუელაში მაშველებმა ნანგრევებიდან ჩვილი ცოცხალი ამოიყვანეს - მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1400-ს გადააჭარბა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
შიო მესამე – ვულოცავთ ნონა გაფრინდაშვილს საიუბილეო თარიღს, მისი ღვაწლი ნათელი მაგალითია იმის, თუ როგორ შეიძლება, შრომის, ნიჭის და ერთგულების წყალობით, მთელი ერის სიყვარული დაიმსახურო
მაკა ბოჭორიშვილი: ბრიუსელის მცდელობა, იზოლაციის პოლიტიკით უპასუხოს საქართველოს, ქვეყანას, რომელიც ევროპის დაკავშირებადობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
არქივი