ზაალ მიქელაძე რადიკალებზე: სამარცხვინო, უთავმოყვარეო „უსამშობლოები" მუდამ ასე „სხვის დაკვეთაზე" აგენტობდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
333 13 ნოემბერი 2025, 18:41

სადამდე დაეცით? ხორცის შემდეგ სულიც გაყიდეთ?“ - ასე მიმართავს „ხალხის ძალის“ წევრი ზაალ მიქელაძე სოციალურ ქსელში რადიკალურ ოპოზიციას, რომლის წარმომადგენელმა ლევან ჯობავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე გაახმოვანა ადგილობრივი ოპოზიციისათვის ევროკავშირის მაღალჩინოსნის მიერ გამოგზავნილი მიმართვა.

ზაალ მიქელაძე წერს, რომ ოპოზიციის უთავმოყვარეო საქციელია, როცა ბრიუსელიდან სამშობლოს სიძულვილით გაჯერებულ მესიჯს, საჯაროდ ტელეფონიდან კითხულობ.

„სამარცხვინო, უთავმოყვარეო „უსამშობლოები" მუდამ ასე „სხვის დაკვეთაზე" აგენტობდნენ. ცალ ფეხზე დგომიდან - კრემლად ქცეული ბრიუსელიდან - ცერზე დგომით „შეუცდომლად" ტელეფონიდან სამშობლოს სიძულვილის მესიჯს აკითხებენ.

სადამდე დაეცით? ხორცის შემდეგ სულიც გაყიდეთ?

და ამ ფონზე მადლობა ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ყველა ჯერზე სწორად აფასებენ მტერ-მოყვარეს, ჩვენ ერთად დგომით შევქმნით ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებულ ქვეყანას“, - წერს ზაალ მიქელაძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი