ტექსტი დატრიალდა უამრავ ჩათში, საიდუმლოც კი არაფერი ყოფილა, შეიძლება, რომელიმე ჩათში ჰყავთ სუს-ის შეყუჟული აგენტი, იქიდან მოიპარა, თარგმნა და ბრიფინგამდე გამოქვეყნდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
112 13 ნოემბერი 2025, 20:00

ეს არის ქართველი ხალხის გაბრიყვების მცდელობა, ეს არის იმ რღვევის შეჩერების მცდელობა, რაც ახლა „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარეობს  და სურთ, უცხო ძალებს დააბრალონ, – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ტექსტი ბევრ ჩათში გავრცელდა, რათა მაქსიმალური კონსენსუსი ყოფილიყო.

„მინდა, ბიძინა ივანიშვილმა, ირაკლი კობახიძემ, მამუკა მდინარაძემ და ივანიშვილის ყველა ყურმოჭრილმა მონამ იაროს იმ სიმართლით, რომ ის ტექსტი, რომელიც ლევან ჯობავამ წაიკითხა, იყო ბრიუსელიდან მოწოდებული. ბრიუსელიდან არა, ბომბეიდან კიდევ. ეს არის ქართველი ხალხის გაბრიყვების მცდელობა, ეს არის იმ რღვევის შეჩერების მცდელობა, რაც ახლა მიმდინარეობს „ქართულ ოცნებაში“ და სურთ, უცხო ძალებს დააბრალონ.

სინამდვილეში ეს არის ქართველი ხალხის წარმომადგენელი ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების ტექსტი. ეს ტექსტი დატრიალდა უამრავ ჩათში, საიდუმლოც კი არაფერი ყოფილა იმ ჩათში, ალბათ 20 ჩათი მოიარა, რომ მაქსიმალურად გაფართოებულიყო კონსენსუსი იმ ტექსტზე, რასაც ამ დიდი აქციის დასაანონსებლად გამოვიყენებდით. შეიძლება, რომელიმე ჩათში ჰყავთ სუს-ის შეყუჟული აგენტი და იქიდან მოიპარა, წავიდა, თარგმნა და გამოქვეყნდა რეალურად ბრიფინგამდე. საქმეც როგორ იყო, იცით? გიგა ლემონჯავა წერდა და ღამით უნდა ჩაეგდო, ვერ მოასწრო და ბოდიშს იხდის ჩათში, ღამით ვერ ჩავაგდე, ვერ მოვასწარი, რაღაც საქმეები მქონდაო და დილით ჩააგდო. მინდა, კობახიძემ, მდინარაძემ, ბიძინა ივანიშვილმა იარონ იმ სიმართლით, რომ ეს ტექსტი ვინმემ ბრიუსელიდან მოგვაწოდა და ჩვენს თავებში არ დაიბადა და ყოველდღე ამას არ ვლაპარაკობთ ტელევიზორში. როგორც ჩანს, რომელიმე ჩათიდან გავიდა, არაფერი საიდუმლო ამაში არ ყოფილა, რადგან ტექსტი, რომელიც საიდუმლოა, 30 ჩათში არ ტრიალებს“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

„პრაიმ ტაიმმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მედიასაშუალებას ბრიუსელიდან მიაწოდეს დოკუმენტი, რომელიც ადგილობრივ ოპოზიციას ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გამოუგზავნეს. მედიასაშუალება ასევე იტყობინებოდა, რომ აღნიშნულ ტექსტს რამდენიმე წუთში ოპოზიციის წარმომადგენლები უცვლელად წაიკითხავდნენ.

რამდენიმე წუთის შემდეგ პარლამენტთან ჩატარდა ბრიფინგი, რომელზეც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ჯობავამ წაიკითხა განცხადება და აღნიშნა, რომ მას სამოქალაქო ორგანიზაციების, საპროტესტო ჯგუფების, პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტპატიმრების წარმომადგენლების სახელით კითხულობდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ შეისწავლონ 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა ბატონმა გახარიამ წყლის ჭავლით შეკრების დაშლის დროს
პრემიერი BBC-ის რეპორტაჟზე: იყო ძალიან მარტივი, თეთრი ძაფით ნაკერი სპეცოპერაცია და საპნის ბუშტივით გასკდა ის მცდელობა, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანების მცდელობასთან
ვინც ჩაირიცხება უკვე მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში, არავის მოუწევს საფასურის გადახდა და სახელმწიფო თავის თავზე აიღებს მთლიანად შესაბამისი სტუდენტების დაფინანსებას
ვხედავდით, სრულიად აშკარად და თავხედურად როგორ აფინანსებდნენ საქართველოში რევოლუციურ პროცესებს ქვეყნის გარედან და ზუსტად ამის აღკვეთას ემსახურებოდა კანონი გამჭვირვალობის შესახებ
თავის დროზე „ბიბისი“ მიიჩნეოდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მაუწყებელი, ბოლო წლების განმავლობაში ეს ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი
არქივი